17
Mar
2014

„დამზადებულია საქართველოში“ – ავეჯის, აქსესუარებისა და სანათების გამოფენა „ახალ ნათებაში“

17 Mar 2014

21-დან 23 მარტის ჩათვლით „ახალი ნათება“ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯის, აქსესუარებისა და სანათების გამოფენას გამართავს.

Final Gamofena

ღონისძიება სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში, (Made in Georgia) ამ დიზაინერებისა და, ზოგადად, ადგილობრივად დამზადებული ნამუშევრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გამოფენა კომპანიის შოურუმში – ფორუმი “ახალი ნათებისაგან” – ჩატარდება.

გამოფენაში ოთხი დიზაინერი და ერთი დიზაინერთა ჯგუფი მონაწილეობს, რომლებიც სანათ საშუალებებს, ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნიან.

ia kutateladze

გამოფენის ერთ–ერთი მონაწილე ია ქუთათელაძეა. 26 წლის დიზაინერი 2013 წლის ოქტომბრიდან „ახალი ნათების“ საგამოფენო პავილიონში არის წარმოდგენილი.

განათლება ინტერიერისა და პროდუქტების დიზაინის განხრით მილანში მიიღო. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოში, ქმნის ავეჯსა და სანათებს საკუთარი დიზაინით.

Designbureau

DESIGNBUREAU (ნია მგალობლიშვილი, ია ლიპარტელიანი და სოფიო შევარდნაძე) კერძო პირებისა და კომერციული ორგანიზაციების პროექტებს, საქართველოს მასშტაბით 2004 წლიდან ახორციელებენ. მიღებული აქვთ 2012 წლის უძრავი ქონების (PROPERTY AWARDS) ევროპული ჯილდო.

gela chachuaგამოფენის კიდევ ერთი მონაწილე გელა ჩაჩუა, 26 წლის არქიტექტორია.

მუშაობს როგორც შენობებზე ასევე ინტერიერის დიზაინზეც და აქვს შექმნილი არაერთი პროექტი.

სანათების დიზაინზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღისათვის აქვს 10-მდე შესრულებული ნამუშევარი.

gigi gvaliaგამოფენის მონაწილეა 29 წლის დიზაინერი გიგი გვალია, რომელსაც განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიასა და ბრიტანეთში London University of Arts-ში აქვს მიღებული.

2006 წლიდან მუშაობს ინტერიერის დიზაინზე ხოლო 2009 წლიდან არის საკუთარი დიზაინ სტუდიის „გიგი გვალია დიზაინ“–ის ხელმძღვანელი.

მუშაობს ნატურალური ხის, ტყავისა და ლითონის სანათებზე.

anuka tavartkiladzeღონისძიების მეხუთე მონაწილეა ანუკა თავართქილაძე, 29 წლის არქიტექტორ-დიზაინერი.

განათლება აქვს მიღებული, როგორც თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ასევე ფლორენციის დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტში.

სანათებისა და ავეჯის ნაწილების დიზაინის კეთება დაიწყო 2013 წლიდან. მიღებული აქვს მონაწილეობა “olive Design”-ის და “concept store“-ის გამოფენებში.

„ფორუმი ახალი ნათებისგან შეიქმნა არა მხოლოდ როგორც სავაჭრო სივრცე, არამედ ადგილი, სადაც მოსული მომხმარებელი თუ უბრალოდ დამთვალიერებელი ეზიარება თანამედროვე განათებისა და ავეჯის ესთეტიკას. ნახოს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავეჯი, სანათები და აქსესუარები, რომელზეც მუშაობდნენ ცნობილი დიზაინერები და ოსტატები.

პროდუქცია, რომელიც ხელით იქმნება ევროპის სხვადასხვა ქალაქში და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია “ახალი ნათება” პერიოდულად შესთავაზებს საინტერესო ღონისძიებებს საქართველოს მოსახლეობას.

პირველი ღონისძიება არის ნიჭიერი ქართველი დიზაინერების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის გამოფენის მეშვეობით“–ამბობს „ახალი ნათების” პიარ-მენეჯერი თათა მორჩილაძე.

განხილვა