უნდა ვაღიაროთ, რომ რობოტებთან შეხება ყოველდღიურად გვაქვს, თუმცა არა იმ ფორმასთან, რასაც მეცნიერი შინჯან ფენი და მისი გუნდი გვთავაზობს — მათ სოოშოუს უნივერსიტეტში მოქნილი, მასშტაბით კონფიგურირებადი მინიატურული ფეროფლუიდური რობოტი შექმნეს. მარტივად რომ ვთქვათ, თხევადი რობოტი, რომელიც ფეროფლუიდის მაგნიტური სითხისგან დამზადდა, რაც ზეთში გამოყვანილ რკინის ოქსიდის ნანონაწილაკებს მოიცავს.
როცა მაგნიტები რობოტთან ახლოსაა მოთავსებული, მას გადაადგილება და ფორმის შეცვლა შეუძლია, მაგალითად, თხელ წაგრძელებულ შაბლონად გარდაქმნა ან რამდენიმე წვეთად გაყოფა, სანამ ის თქვენს თვალწინ გაერთიანდება. ბუნებრივია, ამ თითქმის ჯადოსნურმა რობოტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო. პიეტრო ვალდასტრიმ, დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტიდან, ინოვაციას „თამაშის შემცვლელიც“ კი უწოდა და იგი ვარაუდობს, რომ ამ თხევად რობოტს სხეულში წამლების გადასატანად გამოვიყენებთ…
ხოლო, თუ მეცნიერ ბრედლი ნელსონს დავუჯერებთ, იგი ტვინში სისხლის შედედების ნაწილების მოსაშორებლადაც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუმცა, ეს საკმარისად ძლიერი მაგნიტის შექმნას ეხება, რათა რობოტი თავის ქალის გარედან აკონტროლოს. დიახ, მეცნიერებს ჯერ დიდი გზა აქვთ გასავლელი იმის გასარკვევად, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ეს რობოტი სამედიცინო მიზნებისთვის, რაც, თავის მხრივ,სამომავლო კვლევებისთვის საწყისი წერტილი უნდა იყოს.
„აპლიკაციაზე ორიენტირებული ამოცანების მიღწევა, როგორიცაა SMFR-ზე დაფუძნებული ტვირთის მიზანმიმართული მიწოდება, ზუსტი ადგილობრივი მაგნიტური ჰიპერთერმია ან სიმსივნური სისხლძარღვების შერჩევითი ოკლუზია, კიდევ ერთი მიმართულება იქნება მომავალი კვლევებისთვის“, — აცხადებენ მკვლევრები.