in

პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის წესი იცვლება

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ახალი რეგულაციით, სესხის გაცემის წესები იცვლება. „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ დებულებით, მსესხებლის განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ თანამსესხებელი მისი ოჯახის წევრი იქნება.

„გარდა ამისა, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება“, – აღნიშნულია ახალ დებულებაში.

ახალი წესებით, იცვლება სესხის გაცემის ვადებიც. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 15, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის 10, სატრანსპორტო სესხის 6 და სხვა დანარჩენისთვის 4 წელი უნდა იყოს.

სებ-ის დებულებით, ახალი რეგულაციები, კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის კი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ქალის საუკეთესო მეგობარი! – Prada-ს რეკლამა

რას ნიშნავს, იყო პილოტი? – Easyjet-ის კამპანია