in

Microsoft-მა Windows-ისთვის ვებაპლიკაციების ახალი მაღაზია ჩაუშვა

M2

აპლიკაციების მაღაზიის ახალი ვებვერსია Windows 10-სა და Windows 11-ზე შეგხვდებათ და იგი აპლიკაციების პოვნის ალტერნატივას შემოგვთავაზებთ. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ძველი React კოდების ბაზა Microsoft Store-ის წინა ვებვერსიიდან გააუქმა და თანამედროვეთი ჩაანაცვლა, რომელიც Shoelace-ს, Lit-ს, Vite-სა და C# ASPNET-ს იყენებს. 

ჩვენ შევქმენით ახალი მომხმარებლის გამოცდილება ზედმიწევნით შემუშავებული ინტერფეისით, მარტივი გზებით ახალი აპლიკაციების აღმოსაჩენად, თანამედროვე ვებტექნოლოგიებით. იმედი მაქვს, ადამიანები მას გამოსადეგად ჩათვლიან, — აცხადებს ჯუდა გებრიელი, მაიკროსოფტის ინჟინერი.

Windows-ის აპლიკაციებისა თუ Xbox PC თამაშების მოძებნა ახლა უფრო მარტივია, იგი შეგიძლიათ მთავარი Microsoft Store აპლიკაციიდან ჩამოტვირთოთ ვინდოუსზე. თუმცა ეს ძველ მთავარ Microsoft Store-ს არ ჩაანაცვლებს — იფიქრეთ მასზე, როგორც ვინდოუსის აპლიკაციების მაღაზიების იმ მხარეზე, რომელსაც ვიზუალურად ხედავთ, ისინი ერთად მუშაობენ.

როგორც აღმოჩნდა, სიახლე აპლიკაციებისა და თამაშების ვინდოუსს მიღმა განახლებასაც ეხება. ამასთან, Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მაიკროსოფტი ააგებდა Xbox მობილური თამაშების მაღაზიას, რათა ისეთი კომპანიები, როგორებიც Apple და Google-ია, იძულებულნი გამხდარიყვნენ, თავადაც გაეხსნათ მობილური აპლიკაციების მაღაზიები.

რაც შეეხება უშუალოდ მაიკროსოფტის Xbox მობილური თამაშების მაღაზიას, იგი 2024 წლისთვის ჩაეშვება. თუმცა მას გარკვეული ტიპის ვებინტერფეისი დასჭირდება ძიების შედეგებისა თუ სოციალურ მედია ქსელებში ლინკების საპოვნელად… 

ფერწერული ნამუშევრები ნაყინის ბრენდის ვიზუალურ იდენტობად იქცა

მსოფლიოში უძველესი რესტორანი 300 წელს ითვლის