in

მალე, ახალი ქართული მინერალური წყალი გამოვა 

მალე, ბაზარზე კიდევ ერთი ქართული მინერალური წყალი გამოვა – ბაღდათში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის საწარმო აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 2 000 000 ლარია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და, წელიწადში, მინიმუმ, 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს.

საინვესტიციო პროექტს „პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ახორციელებს. კომპანიას, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ზედა დიმში, 3014 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.

„საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯია​​“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან“.

iPhone XS გასტროლებზე, 16 არტისტთან ერთად – Apple-ის დოკუმენტური ვიდეოები

„აჭარაბეთის“ ახალი კამპანია – თამაშდება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური