in

მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს — მეცნიერების დიდი აღმოჩენა

ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კიბოს მკურნალობის წარმატებული მეთოდის შემუშავება და ამ დაავადების საბოლოოდ დამარცხება… ბოლო პერიოდში ამ მხრივ დიდი პროგრესი შეინიშნება. სულ ცოტა ხნის წინ სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს უმკურნალეს, რაც ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდით გახდა შესაძლებელი.

M2
M2

ახლა კი მეცნიერები კიდევ ერთ გარღვევაზე საუბრობენ. ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, წარმატებით კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს — მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ჯანსაღი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

საგულისხმოა, რომ აჰნიმ აქამდე მცირე მოლეკულებზე მუშაობით, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებს, პოტენციური თერაპიული ნაერთები შეიმუშავა მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. ამჟამინდელ კვლევაში კი მან და კოლეგებმა აჰნის მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი გამოცადეს, სახელწოდებით ERX-41. ნაერთი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე ზემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ის ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. ის სამმაგად უარყოფით, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებს კლავს“, — განმრტავს აჰნი.

მართლაც, მკვლევართა ჯგუფმა მოლეკულა ჯანმრთელ თაგვებზეც გამოცადეს და მათ ორგანიზმში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ხოლო დაავადებულ ორგანიზმში ნაერთის მოხვედრის შემდეგ კიბოს უჯრედები ნელ-ნელა იწყებს დაპატარავებას, საბოლოოდ კი ქრება. ამასთან, ERX-41 ეფექტურია პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოს წინააღმდეგაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ტვინის კიბოზე.

კლინიკური კვლევები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, რაც ახალი ეფექტური მკურნალობის იმედს იძლევა.

ანორექსია ტვინში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს — კვლევა

მარკეტინგის 6 კურსი, რომლის გავლაც საქართველოში შეგიძლიათ