11
Jul
2019

ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის მიერ შეცვლილ ისტორიას, კარტოგრაფიის მუზეუმს მიუძღვნის

11 Jul 2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარტოგრაფიული მუზეუმ – კაბინეტი გაიხსნება, სადაც სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება დაცული. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირებული ვარიანტია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნის მუზეუმი, Photo Credit: nplg.gov.ge

„ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალდაკვალ გახსნის კაბინეტს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს რუკები – მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად, შეიქმნება კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კარტოგრაფიული  მუზეუმ – კაბინეტი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

განხილვა