7
Mar
2019

OPPO-ს ახალი ანდროიდი F11 Pro სპეციფიკური კამერით

7 Mar 2019

veon
veon


ტექნიკის ჩინურმა კომპანიამ OPPO ახალი ანდროიდი წარადგინა. შესაძლოა, ბევრისთვის ეს ბრენდი ნაცნობი არ არის, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ არც თუ ისე ცუდი ხარისხის „სმარტფონებს“ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში ყიდის.

 

ახალ OPPO F11 Pro-ის სისქე – 8.8. მმ, წონა კი 190 გრ-ია. „სმარტფონს“ 6.53-ინჩიანი ეკრანი, 64 MG მეხსიერება და ორი კამერა (შიდა კამერა 48 MP + 5 MP, წინა კამერა – 16 MP) აქვს, ერთ-ერთი სპეციფიკური – ფოტოს გადაღებისას, ზედა მხარეს იწევა.

 

OPPO F11 Pro-ის შემქმნელები ძირითად აქცენტს სწორედ მის კამერებსა და ფოტოების ხარისხზე აკეთებენ. ახალი სმარტფონი, 15 მარტიდან გაიყიდება და დაახლოებით, $350 ეღირება.

 

 

განხილვა