10 მაისს, „პორშე ცენტრი თბილისი“, ქართველ მომხმარებლებს, ახალ Porsche 911-ს წარუდგენს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სპორტული საავტომობილო ბრენდი, წელს, 55 წლის გახდა და მე-8 თაობის ეს მოდელი სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოუშვა.

„ახალი 911 არც ერთ ტრადიციას არ ღალატობს და ამავდროულად, მაქსიმალურად, თანამედროვეა. აქვს „პორშესთვის“ დამახასიათებელი დიზაინი, კიდევ უფრო ათლეტური ვიზუალი და სრულიად ახალი ინტერიერი, რომელშიც 10,9-დუიმიანი სენსორული ეკრანი დომინირებს. უკან განთავსებული ძრავის მქონე სპორტულ ავტომობილს უკომპრომისო დინამიკას მოდურ, ციფრულ სამყაროსთან, „პორშესთვის“ დამახასიათებელი უნიკალური სიზუსტით შესრულებული სავალი ნაწილი და ინოვაციური ასისტენტ სისტემები აერთიანებს“.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Porsche 911-ის და შესაბამისად, პრეზენტაციის მთავარი კონცეფციაა „მარადიული ავტომობილი“ (Timeless Machine).
„911 მართლაც მარადიულია, ის ებრძვის ხანმოკლე მომენტებს და წინააღმდეგობას უწევს წარმავალ წამებს, ის უძლებს დროს. ღონისძიების მთავარი მიზანია „პორშეს“ სულისკვეთების გადმოცემა და იმის ხაზის გასმა, რომ ახალი 911 მის წინამორბედთა ერთობლიობა, წარსულის გამოხატულება და მომავლის ხედვაა“.
„პორშე ცენტრი თბილისი“ ახალი მოდელის პრეზენტაციისთვის მასშტაბურ ტექნიკურ დეტალს – ინსტალაციას გამოიყენებს, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს რეალობაში, ამ დრომდე, არავის ჰქონია. ღონისძიება დახურულია და მას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
„ეს არის უნიკალური აუდიო-ვიზუალური წარმოდგენა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ახალი 911-ის ინოვაციური წარდგენა“.
„პორშემ“ მოდელ 911-ის წარმოება 1964 წელს დაიწყო და, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 1,049,330 მანქანა გამოუშვა.
„2018 წელს Porsche 911-ი კომპანიის მიერ წარმოებულ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია. მხოლოდ 2018 წელს, Porsche 911-ი 35 573 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის გაყიდვებს. აღსანიშანვია, რომ კომპანია, წელს, 911-ის მოდელის კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებელს ელოდებიან. ღონისძიების სპონსორები არიან: სოლო, გალფი, ქრონოგრაფი, მარტინი , სარაჯიშვილი.
[R]












