18
Nov
2019

Wikipedia-ს დამფუძნებელმა ახალი სოციალური ქსელი შექმნა

18 Nov 2019

Wikipedia-ს თანადამფუძნებელმა ჯიმი დონალ უელსმა სოციალური ქსელი WT: Social შექმნა. მისი მიზანი ხარისხიანი კონტენტის გაერთიანებაა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი რეკლამის გარეშე.

ჯიმი უელსს სურს, პლატფორმა, მხოლოდ მომხმარებელთა შემოწირულობით/ფასიანი სერვისის ყიდვით არსებობდეს და არანაირი სახის სარეკლამო კონტენტი არ განთავდეს. მისი აზრით, WT: Social მხოლოდ ასე შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Facebook-სა და Twitter-ს, რომლებიც ბიზნეს-მოდელს რეკლამაზე აგებენ და აქტიურად იყენებენ ე.წ. კლიკბეიტ ტექნოლოგიას.

„სარეკლამო კონტენტის განთავსებით, საბოლოოდ, მომხმარებელი დაბალხარისხიან ინფორმაციას იღებს. ამასთან, WT: Social-ის News Feed პოსტების ქრონოლოგიით ახლდება და არა Like-ებისა და კომენტარების მიხედვით, როგორც ეს Facebook-ზეა“.

ჯიმი უელსის აზრით, Netflix და Spotify შესანიშმავი მაგალითია იმისა, რომ მომხმარებელი მზად არის, მისთვის საინტერესო და ღირებულ კონტენტში თანხა გადაიხადოს.

სოციალურ ქსელს WT: Social უკვე 50 მომხმარებელი ჰყავს.

 

განხილვა