in

New Theory — ღვინის ბრენდის თანამედროვე ვიზუალური იდენტობა

ბოლო წლებში საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ტრადიციულ მარკეტინგთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიცვალა აღქმა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ძმებ ჩარლისა და ტომ ბრედლების მიერ 2021 წელს დაარსებული კომპანია Nouveau, რომელიც სამხრეთ აფრიკელ მეღვინეებთან მუშაობს, რათა დიდ ბრიტანეთში დაბალი ინტერვენციის ღვინოები შეიტანონ.

BOG
BOG

ამ ყველაფერში კი ერთ-ერთ საკვანძო როლს გრაფიკულ დიზაინთან ერთად, ღვინის სახელწოდებაც ასრულებს: New Theory. ეს უკანასკნელი რაღაც განსხვავებულის, აქამდე უცნობის დანერგვას მიემართება სიმბოლურად. ამავდროულად, „ძველი სკოლის“ ბრენდების ვიზუალური ენიდან სესხების ნაცვლად, თანამედროვე იდენტობა ცხოვრების წესით და კულტურული ძვრებითაა შთაგონებული — შედეგად, თითოეული ღვინის ბოთლზე დატანილია მინიმალისტური გამოსახულებები, რომელთაც თან ერთვის სახალისო და შესაბამისი წარწერები. „New Theory-ის თითოეული ბოთლი შექმნილია იმისთვის, რომ საკუთარი უნიკალური იდენტობა ჰქონდეს“, — აღნიშნავენ ჩარლი და ტომი.

Vian – ბრენდი, რომელმაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება დაისახა მისიად

საკალათბურთო კლუბ ,,დელტა გურჯაანს“ განახლებული ვიზუალური სტილი აქვს