in

„ტოიოტა ფორტუნერი“ – თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით

2005 წელს, „ტოიოტამ“ ახალი მოდელის „ტოიოტა ფორტუნერის“ სახით, მსოფლიოს ახალი ტიპის ყველგანმავალი წარუდგინა, რომელიც მისი სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიკაპის „ჰაილუქსის“ ბაზაზეა აწყობილი. აღსანიშნავია, რომ „ფორტუნერმა“ სულ მცირე ხანში მოიპოვა აღიარება და მისმა პოპულარობამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული „ოფროუდერი“, რომელიც საიმედოა ნებისმიერი სირთულის გზაზე. 2005 წლიდან დღემდე, „ფორტუნერი“ არის უგზოობის სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ყველგანმავალი.

დღეს,„ტოიოტა” მომხმარებელს მეორე თაობის „ფორტუნერს” სთავაზობს, რომლის წარმოებაც 2015 წელს დაიწყო. ახალი „ფორტუნერი“ გაცილებით უფრო კომფორტული სვლით ხასიათდება. მისი იერსახე აერთიანებს, საიმედოობას, მოხერხებულობასა და სპორტულობას. მას აქვს ტრაპეციის ფორმის ქრომირებული ცხაური და გამობურცული წინა მაშუქები.

2016 წლის გაზაფხულზე კი, „ტოიოტამ“„ფორტუნერი“ქართველ მომხმარებლებს გააცნო – აქაც მისმა პოპულარობამ არ დააყოვნა, რამაც შემდგომში ბიძგი მისცა იაპონურ ავტოგიგანტს, მისი ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავლის უკვე დიზელის ძრავიანი ვერსია შეეთავაზებინა ადგილობრივი მომხმარებლებისათვის.

2019 წლის შემოდგომიდან, „ტოიოტა კავკასიამ“ ქართველ მომხმარებლებს ახლა უკვე დიზელის ძრავიანი „ტოიოტა ფორტუნერი“ წარუდგინა, რომლის 4 ცილინდრიანი 2,4 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც კიდევ უფრო საიმედოს და მძლავრს ხდის მის შესაძლებლობებს. ეს საოჯახო, კომფორტული SUV-ია, მაღალი გამავლობის ლეგენდარული „ჰაილუქსისეული“ ნიჭით.  „ტოიოტა ფორტუნერი“  დიზელის ახალი ძრავით სამაგალითო ყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა  და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც სალონში არსებული ღილაკით ხდება.

მაღალი კომპლექტაციის შემთხვევაში სპეციფიკაციები, რომლებითაც ეს მოდელი არის აღჭურვილი მოიცავს: უკანა ხედვის კამერას, აღმართის ელექტრონულ ასისტენტს, უკანა პარკირების სენსორებს, კრუიზ-კონტროლს და ა.შ. ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია-სისტემას და ახალ ცენტრალურ მონიტორს – რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მახასიათებელთან ერთად, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მგზავრობას როგორც უგზოობის, ისე ქალაქის პირობებში.

ახალი „ტოიოტა ფორტუნერი”, უკვე დიზელის ძრავით,  ყველგანმავალთა კლასის ღირსეული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოს თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერ გზაზე.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, „ტოიოტა ფორტუნერი“, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, არის „ტოიოტას“ ხაზის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელმაც დღიდან მისი დაარსებისა მსოფლიოს ავტომოყვარულთა აღტაცება დაიმსახურა და ასევე სწრაფად შეაყვარა თავი ქართველ მომხმარებელს.

მეტი ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში „ტოიოტას“ ოფიციალურ დილერებს: „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა”.

პარტნიორის კონტენტი

გახდი „ნოველი“ – დასაქმების კამპანია NOVA-ში  

როგორ უნდა გადალახონ ლიდერებმა მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საუბრის შიში?