in

ახალი TOYOTA LAND CRUISER PRADO საქართველოში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ემზადება

„ტოიოტა კავკასიამ“ ერთ-ერთი პოპულარული ავტომობილის „ლენდ კრუიზერ პრადოს“ განახლებული მოდელი წარადგინა. „შატო მუხრანში“ „ტოიოტა კავკასიის“, „ტოიოტას“ ოფიციალური დილერების  „ტოიოტა ცენტრი თბილისისა” და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას” წარმომადგენლები და ჟურნალისტები შევიკრიბეთ. პრეზენტაციის შემდეგ Test Drive მოეწყო.

BOG
BOG

 

მაღალი გამავლობის, ყველგანმავალი Toyota Land Cruiser Prado ვიზუალურად კიდევ უფრო დახვეწილია, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, Toyota Land Cruiser Prado-ს, უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა, „ლენდ კრუიზერს“, მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი დიზაინის ინსტრუმენტების პანელი აქვს, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2  და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. წარმოიდგინეთ, ჯდები მანქანაში, მარჯვენა მხარეს, შუაში არის ეკრანი, რომელზეც ჩანს შენი ავტომობილი და მთლიანი რადიუსი – წინ, უკან, გვერდებზე ყველანაირი დაბრკოლებას ხედავ. შესაბამისად, გვერდის ვალა, პარკინგი და მანევრირება ძალიან მარტივია. წინა სავარძლის ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და „ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი – ეს ყველაფერი დამატებით კომფორტს გიქმნის.

როგორც პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, Toyota Land Cruiser Prado შეუდარებელია უგზოობის პირობებში, რომლის გარანტიც გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაციაა. უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).

ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ – ე.წ. ცოცვის ფუნქციით. MTS-ის ჩასართავად აწვები ერთ ღილაკს და ქვიშა, ტალახი, ქვა-ღორღი, თოვლი, ყინული აღარ გაბრკოლებს, ყველანაირ ზედაპირზე უპრობლემოდ გადაადგილდები.

ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია, რომ ახალი მოდელი, დაბრკოლების მიხედვით, თავად არჩევს სვლის რეჟიმს, სადაც საჭიროა, სიჩქარეს უმატებს ან პირიქით, სვლას ანელებს და ამუხრუჭებს.

თანაც, „ლენდ კრუიზერ პრადოს“ მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი.  მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. შეცვლილია კაპოტის დიზაინიც, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

ამ ყველაფრის გარდა, დიდი არჩევანია – ახალი Toyota Land Cruiser Prado ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. აქედან, ორი სრულიად ახალია – Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).  სწორედ ეს მოდელები გამოვცადეთ „ტესტ დრაივზე“.

კიდევ ერთი, რაც თვალშიმოსახვედრია,  Toyota Land Cruiser Prado-ს განახლებული ინტერიერია. შეცვლილია  ინსტრუმენტთა პანელი და ცენტრალური მართვის პულტი. საჭე Toyota Land Cruiser 200 მოდელების საჭეების მსგავსია, თუმცა, უფრო დახვეწილი და თანამედროვე. ინტერიერი ორ ფერშია შავი და Premium Beige. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმების კიდევ ერთი შტრიხი Silver Hairline მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირებია.

პრეზენტაციის შემდეგ , როგორც გითხარით, ავტომობილი, ყველა მსურველმა, თავად „დატესტა“. Toyota Land Cruiser Prado საჭესთან თავს მართლა ისე გრძნობ, როგორი აღწერილობაც აქვს.

„თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“ – ბარათებად დაბეჭდილი წიგნი სკოლამდელი განათლებისთვის

Hennessy X.O., ლეგენდარული აბრეშუმის გზის გავლით, „უნიკალურ ოდისეას” იწყებს!