New Trend-ს თბილისის მოდის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ. ეს არის ქალაქის პირველი დიზაინერული Departmental Store, რომელიც თანამედროვე მოდის ინდუსტრიის არაერთ წამყვან ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს.
თუმცა, შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ New Trend-ის სელექციაში ისეთივე პრიორიტეტულია მამაკაცის ხაზი, როგორიც – ქალის. ახლახან მაღაზიის ბრენდების ჩამონათვალს მამაკაცის სამოსის მწარმოებელი რამდენიმე ლაქშერი ბრენდი დაემატა: Corneliani, Canali, Doriani.
ნამდვილი მოდის ენთუზიასტებისათვის ეს ბრენდები თავისი ისტორიით, კონცეფციით, ბექგრაუნდითა და ხედვით ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა იმისათვის, რომ თითოეული მათგანის მნიშვნელობა შესაბამისი მასშტაბით კარგად დავინახოთ, საჭიროა მეტი გავიგოთ მათზე.
Corneliani იტალიური ბრენდია, რომელიც გასული 30-იანი წლებიდან მამაკაცის სამოს ქმნის. იტალიური სტილის შეგრძნებით ბრენდმა მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა რეპუტაცია. ის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად იქცა იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც მიჰყვებიან მოდის ტენდენციებს, თუმცა ამავდროულად საკუთარი ინდივიდუალური სტილი აქვთ და ხარისხს ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებენ. Corneliani მამაკაცის სამოსზე ფოკუსირებული ერთ-ერთი პიონერი ბრენდია, რომელმაც ჯერ კიდევ ათწლეულების წინ თავის კოლექციებში ხელით შექმნილი საწვიმრები და მოსაცმელები წარადგინა. დღემდე Corneliani თავის კოლექციებში სილამაზისადმი ერთგულებას გამოხატავს და მამაკაცებს დახვეწილი სტილის მნიშვნელობას ახსენებს, რომელიც იმიჯთან ერთად, ცხოვრების წესს, სტატუსს და წარმატებასაც განსაზღვრავს. კოლექციებში წამყვანი ადგილი ქურთუკებსა და კოსტიუმებს უკავია. Corneliani თანამედროვე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, თავისი წარსულის ერთგულიც რჩება. მაგალითად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქალაქ მანტუაში, სადაც ბრენდი 1930 წელს დაფუძნდა, დღემდე არის კომპანიის ქარხანა, რომელიც დღეს შემოქმედებითი ჰაბის ფუნქციას ასრულებს.
Canali მაღაზია New Trend-ის კიდევ ერთი ახალი ბრენდია, რომელიც ასევე მამაკაცის სამოსს ქმნის. იტალიური ლაქშერი ბენდი 1934 წელს დაფუძნდა. ბრენდის არტიზანული სამოსის ყველა დეტალში მაღალი კლასის იტალიური სტილის მახასიათებლები იკითხება. ბრენდი თავისი ხელწერით იდეალურ ბალანსს იცავს ისტორიულ-კულტურულ ელემენტებსა და თანამედროვე სტილს შორის. ხარისხთან და ვიზუალურ მხარესთან ერთად, კოლექციები კომფორტით გამოირჩევა. 1934 წლის
შემდეგ კომპანია საოჯახო ბიზნესია და მას კანალების გვარი უკვე მეხუთე თაობაა რაც მართავს. ბრენდი უდიდეს ყურადღებას უთმობს წარმოებას. მოდელები მაღალი კლასის პროფესიონალების მიერ ხელით იქმნება.
Doriani მოდის ინდუსტრიაში მოპოვებულ სტატუსისთან ერთად, ისტორიითაც გამოირჩევა. Canali-ს და Corneliani-ს მსგავსად ისიც იტალიაში დაფუძნდა და მამაკაცის ხაზის მწარმოებელი ერთ-ერთი პიონერი ბრენდია. Doriani-ს ისტორია სამ თაობას და სამ ეპოქას აერთიანებს. ბრენდი იშვიათი ხარისხის ქაშმირს იყენებს, რაც მისი სავიზიტო ბარათი გახდა. დღესდღეობით Doriani, როგორც მაღალი კლასის ბრენდი, მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი და მოდის სამყაროში მამაკაცის დახვეწილი სტილის, ხარისხისა და ელეგანტურობის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა.
ახალი ბრენდების კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად, შეგიძლიათ ესტუმროთ New Trend-ის მულტიბრენდულ Department Store-ს, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 46 ნომერში მდებარეობს.
[R]