ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტში, ჭავჭავაძის გამზირზე დიზაინერული საშოპინგო სივრცე – New Trend გაიხსნა. ქალაქის პირველი დიზაინერული Departmental Store, თავისი უნიკალური კონცეფციით, მოდის ინდუსტრიის გამორჩეული ბრენდებითა და კოლექციების დახვეწილი არჩევანით უკვე იქცა მოდის მოყვარულების საყვარელ ადგილად.
New Trend, რომელიც არაერთი აქტუალური მოდის სახლის კოლექციებს ოფიციალურად წარმოადგენს, კვლავაც აგრძელებს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას. სექტემბრიდან მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდების ჩამონათვალს ახალი დიდი სახელები დაემატა.
Mugler, Marine Serre, Erika Cavallini – ამ სახელგანთქმული ბრენდების ქალის ხაზის უახლესი კოლექციებით, New Trend თბილისის მოდის მოყვარულებს კიდევ უფრო მრავალფეროვან და შთამბეჭდავ საშოპინგო გამოცდილებას შესთავაზებს.
Mugler ის ბრენდია, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მოდის სახლი კოლექციიდან კოლექციამდე ამტკიცებს, რომ ღირსეულად აგრძელებს თავისი დამფუძნებლის – მოდის გენიოსის, თიერი მუგლერის შემოქმედებით მემკვიდრეობას. Mugler შეგვიძლია, დავასახელოთ იმ ბრენდად, რომელმაც ვიზუალური ხელოვნება მოდის სამყაროსა და მის პრაქტიკულ დანიშნულებას დაუკავშირა. სილუეტებით, ფორმებით, ფერებით, დიზაინის დეტალებით, Mugler-მა თანამედროვე, ლაღი, სექსუალური და თავდაჯერებული ქალის ფენომენი ახალი ფორმით წარმოაჩინა. კლასიკური სტილისა და ფუტურისტული რეფერენსების მიქსით, Mugler ქმნის სამოსს მათთვის, ვინც ერთდროულად არის ძლიერიც და ფემინურიც. დიზაინის სინთეზურმა ფორმებმა Mugler აქცია ბრენდად, რომლის ჩაცმა თითქმის ყველა სიტუაციაში შეიძლება – როგორც გამოსასვლელ საღამოებზე, ასევე, ყოველდღიურად. კოლექციებში Mugler გამოკვეთილ ხელწერას აჩვენებს, რომელიც არასოდეს არაფერში აგერევათ. Mugler-ის დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ მის სამოსს იდეალური სილუეტი აქვს და არასდროს უცრუებს იმედს მოდის მოყვარულებს.
Marine Serre ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელმაც თანამედროვე მოდის სამყაროში ერთგვარი ჰიტის შექმნა შეძლო – საუბარია ნახევარმთვარის პრინტებიან მოდელებზე, რომლებიც უამრავი ცნობილი ვარსკვლავისა და ინფლუენსერისათვის მომენტის ტრენდად იქცა. ყველა “It girls” – ის გარდერობის განუყოფელი ნაწილია დღესდღეობით Marine Serre. დიზაინერის პროფესიულმა გამოცდილებამ ბრენდის წარმატება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მარინე სერე მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა Alexander McQueen და Balenciaga. Marine Serre 2017 წელს შეიქმნა და დიზაინერმა ბრენდისათვის მალევე LVMH-ის პრიზი მიიღო. დაარსებიდან დღემდე ბრენდის მისიაა, მოდის მოყვარულთა ცხოვრების სტილი და ჩაცმისადმი დამოკიდებულება ცნობიერების ამაღლებით უკეთესობისაკენ შეცვალოს.
კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელსაც ამიერიდან New Trend-ის სივრცეში აღმოაჩენთ, არის Erika Cavallini. იტალიელმა დიზაინერმა, ერიკა კავალინმა თავისი სახელობის ბრენდი 2009 წელს დააფუძნა და კომერციულ წარმატებას მალევე მოაღწია. თავად დიზაინერის შემოქმედებითი გამოცდილება ძალიან საინტერესოა და კარგად ხსნის იმ ხედვას, რომლითაც კავალინი თავისი ბრენდის სამოსის ესთეტიკას ქმნის. დიზაინერი დიდხანს მუშაობდა Margiela-ში. ამ საკულტო მოდის სახლში მიღებული გამოცდილება იმდენად დიდი და ძლიერია, რომ კავალინმა საკუთარ კოლექციებშიც გადაიტანა, თუმცა საინტერესო ინტერპრეტაციითა და საკმაოდ ორგანულად. კოლექციებში აღმოვაჩენთ როგორც ფემინურ მოდელებს, ასევე, ისეთ სამოსს, რომელშიც გენდერულად ნეიტრალური ხედვის ელემენტები დომინირებს და Margiela-სათვის დამახასიათებელი ფორმებითა და მკერვალობით ხასიათდება. როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს, უდიდეს ყურადღებას მასალას, მატერიას აქცევს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამოსის ხასიათს. Erika Cavallini-ის კოლექციებში კიდევ ერთი გამოკვეთილი დეტალი ფერია – ფერების ის უნიკალური ტონალობები, რაც ბრენდს განსაკუთრებულ ხელწერას სძენს.
ახალი ბრენდების კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად შეგიძლიათ, ესტუმროთ New Trend-ის მულტიბრენდულ Department Store-ს, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 46 ნომერში მდებარეობს.
[პარტნიორის კონტენტი]