„უნიქარდს“ მუდმივი ფასდაკლებების ფუნქცია დაემატა. 15 ნოემბრიდან, ბარათის მფლობელებს, ქულების დაგროვებასთან ერთად შეუძლიათ, მუდმივი ფასდაკლებების მიღება: „ვისოლის“ ქსელში -10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლება ყოველ ლიტრ საწვავზე (ბენზინსა და დიზელზე) ფასდაკლებით სარგებლობა, ამ ეტაპზე, შესაძლებელია, 20 ავტო გასამართ სადგურზე, ხოლო 1 დეკემბრამდე, ეტაპობრივად – მთელ საქართველოში; „ალტაოქეში“ – მუდმივი 10% ფასდაკლება ბლენდერებზე, უთოებზე, მტვერსასრუტებზე და 50-მდე კატეგორიის წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე; „ავერსის“ ქსელში – მუდმივი 10% ფასდაკლება ტოპიკრემის, ილ სალონეს, აჰავას, დოლივას და 20-მდე დასახელების კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქციაზე.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მუდმივი ფასდაკლებების გარდა, მომხმარებლები შეძლებენ, ყოველკვირეულად განახლებადი ფასდაკლებების, საჩუქრებისა და ქულების დაგროვების აქციებითაც ისარგებლონ და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ.
„ფასდაკლების მისაღებად, აუცილებელია ბარათის რეგისტრაცია. (თუკი არ არის რეგისტრირებული.) მისი დარეგისტრირება, გამარტივებული წესით, შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე ან საინფორმაციო ცენტრის საშუალებით 2 555 222. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ „უნიქარდი“, შეგიძლიათ აიღოთ „სპარის“, „ფუდმარტის“, „იოლისა“ და „ალტაოქეის“ მაღაზიათა ქსელში, ან ჩვენი მომსახურების ცენტრებში. ქულები, ფასდაკლებები, საჩუქრები – ეს არის განახლებული „უნიქარდის“ კონცეფცია“.
[R]