in

„ვაზისუბნის მამულის“ ახალი ღვინო – „ქართული მზე“ ანუ მზე, რომელიც გვიყვარს

ღვინის ბაზარზე, ცოტა ხნის წინ, ახალი ბრენდი „ქართული მზე“ გამოჩნდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი პროდუქტის ექსპორტზე გატანა და მსოფლიოსთვის მისი გაცნობაა.

bog
bog-mob

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=4M-HtoyCtfI[/embedyt]

 

„ “Georgian Sun“ / „ქართული მზე“ – ახალი ღვინოა, რომელიც ჩვენი  ღვინისათვის განსხვავებული გემოვნური გამების შექმნის იდეით საზრდოობს. კომპანიის  შემქმნელების მიზანია, მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი. ბრენდი შთაგონებულია ქართული მზით. აქედან მომდინარეობს მისი სიმბოლიკა – ქართული ასომთავრული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანი „დონი“, ანუ მზის ღვთაების იდეოგრამა,  რომელიც დატანილია ეტიკეტზე“.

„ქართული მზე“ ღვინის შემდეგ სახეობებს აწარმოებს: „საფერავი ალექსანდროული” – წითელი მშრალი, „საფერავი” – წითელი მშრალი, „მუკუზანი” – წითელი მშრალი და „რქაწითელი მწვანე” – თეთრი მშრალი.

„კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს. მათ სურთ, სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი მეურნეობა და ადგილ-მამული აღადგინონ. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მშვიდობაძე. ამჟამად კომპანია ფლობს 34 ჰექტარ ვენახს, რომელიც მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონებშია გაშენებული. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული რჩეული მოსავლით ამზადებენ“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ორ სხვადასხვა ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის” ქვევრის ღვინოები და ახალი ბრენდი „ქართული მზე”, რომელიც, დამფუძნებლების თქმით, ქართული ღვინის ახალ მიმართულებას წარმოადგენს.

Credits:

რეჟისორი: ბასა ფოცხიშვილი

მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი

მუსიკა: დათო ევგენიძე

[R]

რა შედეგი მოაქვს სექსუალური შევიწროების უცნობ, ან გასაჯაროებულ ფაქტებს კომპანიისთვის?

Facebook იარაღთან დაკავშირებული ნივთების რეკლამის პოლიტიკას ამკაცრებს