in

„თბილისის ზღვის პლაზაში“ წინასაახალწლო კამპანია გრძელდება – რა იგეგმება 25-30 დეკემბერს სავაჭრო ცენტრში ?!

„ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში“ წინასაახალწლო კამპანია გრძელდება. 25-დან 30 დეკემბრამდე, მთელი დღის განმავლობაში, სავაჭრო კომპლექსში საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. „ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, მარიამ პეტრიაშვილის თქმით, მათთვის მთავარი ამოცანაა, ქალაქში სადღესასწაულო განწყობა შექმნან.  [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=nGL4HLK-1OU[/embedyt]

BOG
BOG

 

მარიამ პეტრიაშვილი: 12:00 საათიდან, თითქმის, საათში ერთხე, ახალი აქტივობა დაიწყება, სადაც ბავშვები შეძლებენ ითამაშონ და გაერთონ თოვლის ბაბუასა და ელფებთან ერთად. ასევე, დაამზადებენ საახალწლო  ხელნაკეთ ნივთებს, გვექნება სახის მოხატვაც, ყოველ საღამოს კი სხვადასხვა სანახაობა გაიმართება. 25, 26 და 28 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე ჩატარდება ილუზიონისტის  და ძაღლების შოუ, 27 და 29 დეკემბერს 19 სთ-ზე კი „მოზარდ მაყურებელთა თეატრის“ დასი გვეწვევა საახალწლო სპექტაკლით. მთავარი სიურპრიზი ჩვენს სტუმრებს  30 დეკემბერს ელოდება – ყველა ბავშვი თოვლის ბაბუასგან მიიღებს საჩუქარს, ხოლო 16:00 სთ-ზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, გრიგოლ ყიფშიძის, ვოკალის აკადემიისა და The Quintenssence-ის მონაწილეობით.

M: საახალწლო კამპანია „თბილისის ზღვის პლაზაში“ 16 დეკემბრიდან დაიწყო. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ჩატარებულ აქტივობებს?

16 დეკემბერს „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში“ ნაძვის ხის ანთების გრანდიოზული ღონისძიება გვქონდა. ასევე, დაიდგა საშობაო მიუზიკლი გრიგოლ ყიფშიძის, ვოკალის აკადემიისა და The Quintenssence-ის მონაწილეობით. ძალიან მხიარული საღამო გამოვიდა, გვეწვია უამრავი სტუმარი და ვფიქრობ, მოვახერხეთ ყველასთვის დადებითი განწყობის შექმნა.

M: რა მოლოდინი აქვს კომპანიას წინასაახალწლო კამპანიისგან?

წინასაახალწლო კამპანია ძალიან წარმატებით დაიწყო, უამრავი ადამიანი გვსტუმრობს და  იღებს  სურათებს საახალწლოდ მორთულ პლაზაში. იქიდან გამომდინარე, რომ „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ სულ სამი თვეა რაც გაიხსნა, რა თქმა უნდა, კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ და გვეწვიოს.  გარდა იმისა, რომ ჩვენი სავაჭრო ცენტრი საახალწლოდ მართლა ძალიან ლამაზად არის მორთული, მოსულ სტუმრებს უამრავი მაღაზია ელის და საშუალება აქვთ, ჩაერთონ „ქეშბექ“ აქციაში, სადაც ნაღდი ფულის სახით დაიბრუნებენ გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილს.

M: თბილისში არსებული სხვა სავაჭრო ცენტრებიც აქტიურ წინასაახალწლო კამპანიებს აწარმოებენ. თქვენი კამპანია რითია გამორჩეული?

ვფიქრობ, წინასაახალწლოდ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება სადღესასწაულო განწყობის შექმნა და სწორედ ეს იყო ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება წინასაახალწლო კამპანიას, ის პირველ რიგში იმით არის გამორჩეული, რომ გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იმართება. როგორც ვიცით, ახალი წლის დღეებში ძალიან ბევრ ადამიანს თავისუფალი დრო შეზღუდული აქვს, სწორედ ამიტომ ღონისძიებები ისე გადავანაწილეთ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო ჩვენთან ბავშვის მოყვანა. ასევე, ჩვენი აქტივობები მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და, რაც მთავარია, 30 დეკემბერს პლაზაში მოსულ ყველა ბავშვს თოვლის ბაბუასგან საჩუქარი გადაეცემა.

როგორ დავისვენოთ და ჩავდგეთ სამუშაო ფორმაში საახალწლო დასვენების დღეების შემდეგ?

რატომ უნდა ისწავლო ინგლისური – მიზეზი N1