in

ახალი წლის დღეები მთაწმინდის პარკში

მთაწმინდის პარკში, 25 დეკემბრიდან, საახალწლო მხიარულება იწყება. სპეციალური დეკორაციებით აციმციმებულ, განახლებულ მთაწმინდის პარკში ლაპლანდიიდანსანტა, ზღაპრული სოფლიდან კი თოვლის ბაბუ მოიყრიან თავს, ფერად რეზიდენციაში დაბანაკდებიან და ბავშვებთან შეხვედრას დაელოდებიან. საახალწლო დღეებში, გარდა სტანდარტული ბარათებისა, გაიყიდება 17-ლარიანი მოსაწვევები, სადაც პატარებისთვის სპეციალური შეთავაზებებია:

BOG
BOG

საჩუქარი სანტაკლაუსისგან ან თოვლის ბაბუსგან

კონტაქტური ზოოპარკის ბილეთი

თეატრალური წარმოდგენაპრინცი და პრინცესა

ატრაქციონიმფრინავი ფუტკრებიანმხიარული ბორანი

ატრაქციონიმხიარული მატარებელიანმოცეკვავე ხე

თამაშიკლოუნებიტირებში

ნებისმიერი თამაში ვიდეოთამაშებში 1

ნებისმიერი თამაში ვიდეოთამაშებში 2

ტრადიციულად მთაწმინდის პარკი ყველა მოსულ სტუმარს  მთავარ მოედანზე  ყოველდღიურად დაუვიწყარ გასართობ პროგრამას დაახვედრებს:

  • საბავშვო კონცერტები
  • ანიმატორების შოუ
  • ოჩოფეხების შოუ
  • ილუზიონისტის შოუ
  • საცირკო წარმოდგენები
  • საჩუქრების გათამაშებები

პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ატრაქციონები ყველა ასაკის სტუმრებისთვის იქნება გათვალისწინებული. როგორც ვიცით, მთაწმინდის პარკში, გარდა საბავშვო ზონისა, ასევე არის საოჯახო და ექსტრემალური ზონა.  

ჯადოსნური დღეები 25 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გელით საახალწლო ღონისძიებებზე ყოველდღე, 12:00-დან 18:00-მდე.

[R]

საჩუქრების 12 დღე – The Range-ის სადღესასწაულო კამპანია

საუკეთესო კადრები 2018 წლის ქორწილებიდან – შიში და სიხარული ფოტოგრაფების ობიექტივში