in

საახალწლო საჩუქრის სახალისო იდეები, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებას მიანიჭებს

ალბათ, ხშირად „გამოგიჭერიათ“ საკუთარი თავი, როცა ინტერნეტში, ტელევიზიით საჩუქრების, სახლის აქსესუარების ან სხვა ნივთების ე.წ ყოველთვიური ყუთების პროცესს გაფაციცებით ადევნებთ თვალს. შემდეგ თავადაც იწერთ და გახსნის და სიახლის აღმოჩენის პროცესი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ.

ისიც შემჩნეული გექნებათ, შოკოლადში ჩამალული თუ დალუქულ ყუთში ჩაწყობილი სათამაშოების აღმოჩენა ბავშვებს როგორ აღაფრთოვანებს. რო გორც „პატარა პრინცის“ ავტორი იტყოდა, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვ დივართ, ამიტომაც მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სიახლე, რომელსაც თავად აღმოვაჩენთ, ყველა ასაკში გვახარებს!

როგორ შევქმნათ საახალწლოდ ასეთი საჩუქრები ბავშვებისა და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის?

მუ­ყა­ოს ყუთი სა­ინ­ტე­რე­სო შიგ­თავ­სით

სიახლის აღმოჩენის გამოცდილების შესაქმნელად შეგვიძლია, შევუკვეთოთ მაღალი ხარისხის, საახალწლო თემატიკით გაფორმებული ყუთი, რომელსაც როგორც სიმბოლური, ისე იმ ადამიანის საყვარელი ნივთებით გავავსებთ, ვისთვისაც საჩუქარს ვამზადებთ.

ამგვარ საჩუქრებს შორის შეიძლება იყოს ლამაზი ორნამენტებით გაფორმე ბული ბლოკნოტები, კომფორტული და ფერადი ძილის ნიღაბი, თუ ვიცით, რომ ადრესატს კულინარია უყვარს, მხიარული ვიზუალით შეკერილი წინსაფარი და ის მთავარი საჩუქარი, სადაც მისთვის ვამზადებთ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზუდვების მიუხედავად, საჩუქრის მომზადება არ გაგვიჭირდება, რადგან შეგვიძლია, ყველაფერი ერთად Favshop.ge-ზე ონლაინ შევუკვეთოთ და სახლში მოგვიტანენ. როცა საჩუქრის ადრესატი ყუთიდან სიახლეების აღმოჩენას დაიწყებს, და ნარჩენები კი გარს ინტერესით შემოერტყმებიან, ეს პროცესი საახალწლო განწყობას შექმნის.

ნაჭ­რის ჩან­თა სა­ხა­ლი­სო აქ­სე­სუ­­რე­ბი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით

ლამაზი ნახატით ან წარწერით შეკერილ ნაჭრის ჩანთას საჩუქრის ადრესატი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებს, ამიტომ შეგიძლიათ, ყუთის ნაც ვლად ის გამოიყენოთ.

გარდა ამისა, შესაძლებელია, ნაჭრის ჩანთაში მოვათავსოთ მაისური ან ჰუდი, რომელიც ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია, თანაც უმეტეს დროს სახლში ვატარებთ და მსგავსი სამოსი უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. შეგვიძლია, ჰუდიზე მეგობრის თუ საყვარელი ადამიანის ფავორიტი ნახატი თუ წარწერა დავიტანოთ ან საახალწლო თემატიკით გავაფორმოთ. ეს სიმბოლური საჩუქრები მათ განწყობას ნამდვილად შეუქმნის.

ულამაზესი საახალწლო პრინტებით მაღალი ხარისხის, თბილი და კომფორტული ჰუ­დის შეკვეთაც Favshop.ge-ზეა შესაძლებელი.

ასევე, მშვენიერი საჩუქარი შეიძლება იყოს პერსონალიზებული საახალწლო ჰუდი, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს აუცილებლად გაახალისებს.

გარდა ბლოკნოტისა, მის ჩანთაში შეგვიძლია ჩავაწყოთ მაგალითად, სუნამო, წიგნები, საახალწლო  სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვა, იმის მიხედვით, რაც ადრესატს უყვარს.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

იქნება ეს ნაჭრის ჩანთა თუ მუყაოს ყუთი, სასურველია, ბავშვს მისი საყვარელი წიგნის თუ მულტფილმის გმირით ვიზუალით გავუფორმოთ.

შიგნით კი ასეთივე სახალისო საჩუქრები, მაგალითად, Toy Story 4-დან ბაზის მოლაპარაკე ბაზის ფიგურა, Barbie დრიმტოპიის მანათობელი ქალთევზა, ელექტრო კალათბურთი, ტრანსფორმერი მანქანა, Disney-ს პრინცესა ელზა, თუ ასტროლოგიით არის დაინტერესებული – ტელესკოპი და სხვა საინტე რესო სათამაშოები ჩავაწყოთ. მათთან ერთად მოვათავსებთ ბლოკნოტს, წიგნს, საახალწლო ქუდს, კანფეტებს და სხვა სახალისო ნივთებს, მეტი აღმო ჩენებისთვის.

რაც მთავარია, როგორც უფროსის, ისე უმცროსის საახალწლო ყუთის ან ჩანთის მზადებისას არ დაგვავიწყდეს ტკბილეული, რომელიც ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

შეგვიძლია, აღნიშნული აქსესუარები ცალ-ცალკე შევიძინოთ და ყუთი თავად ავაწყოთ ან მათი უმეტესობა ერთ კონკრეტულ მწარმოებელს შევუკვეთოთ და შემდეგ ჩვენ მხოლოდ ერთი ან ორი რამ დაგვრჩება დასამატებელი.

ყველა საჩუქრის და მაღალი ხარისხის, ბავშვისთვის უსაფრთო სათამაშოების შეკვეთაც კი Favshop.ge-ზე შეგვიძლია. ონლაინ შეკვეთილ აქსესუარებს კი სახლში მოგვიტანენ.

უფრო მეტი ინსპირაციისთვის შეგიძლიათ, მათი სხვადასხვა კატეგორია გადაათვალიეროთ. ახალ წლამდე ერთ თვეზე მეტი რჩება, ამიტომ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრისთვის მოსამზადებლად დრო ჯერ კიდევ გვრჩება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება

Bolt-მა მეოთხე თაობის სკუტერი წარადგინა