in

New York Times – ბათუმი 52 ადგილიდან ერთ-ერთია, რომელსაც 2019 წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ

New York Times-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ჩამოთვლილია 52 ქვეყანა, სადაც 2019 წელს აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. ჩამონათვალში კი, პუერტო რიკოსთან, სანტა ბარბარასთან, პანამასთან, მიუნხენთან, აზორის კუნძულებთან, ლას ვეგასთან, ნიუ-იორკთან, ტუნისსა თუ მსოფლიოს სხვა ადგილებთან ერთად, ბათუმიცაა.

თბილისი, საქართველოს მიმზიდველი დედაქალაქი, ბოლო პერიოდია, ტურისტებს ვეღარ იტევს, თუმცა მასთან შედარებით, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, სადაც მთები შავ ზღვაში იძირებიან, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. ეს ადგილი უკვე საკმაოდ პოპულარულია რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ებრაელებისთვის. ახალი სასტუმროები: Le Meridien Batumi, საბაგირო, რომელსაც პირდაპირ სანაპიროსკენ მიჰყავხარ ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან, ღვინო – „როზე“, თუ ქარვისა, – დაუვიწყარი გამოცდილებისთვის ამზადებს დანარჩენ მსოფლიოს“, – წერს დებრა კამინი.

ყველაზე პოპულარული იუთუბერი დემნა გვასალიას მაისურით – „უფალო შეგვიწყალენ“

სახატავი ფანქრებით დამზადებული ელექტრო გიტარა