in

ნიუ-იორკი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი გახდა

ნიუ-იორკი მსოფლიოს პირველი ფინანსური ცენტრი გახდა. ლონდონმა კი, რომელიც, აქამდე, სწორედ ამ სტატუსით სარგებლობდა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპერტების თქმით, მიზეზი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, ამ პროცესის გაჭიანურება და შესაბმისად, ნაკლებად სტაბილური ფინანსური გარემო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

bog
bog-mob
Photo Credit: Reuters

The Global Regulatory Outlook-ის კვლევითა და მიმოხილვით, რომელშიც 245 უმაღლესი რანგის, საბანკო თუ სხვა საფინანსო კომპანიების აქტივების მმართველები მონაწილეობდნენ, ნიუ-იორკის უპირატესობა გამოიკვეთა.

„გამოკითხულთა 56% აშშ-ს ფინანსურ კაპიტალს, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრად მიიჩნევენ. ეს მაჩვენებელი, 2 წლის წინ 33% იყო. გამოკითხულთა მხოლოდ 33% თვლის, რომ მსოფლიოს წამყვანი, პირველი ფინანსური ჰაბი ისევ ლონდონია. როცა, 2 წლის წინ, ასე 20%-ით მეტი ფიქრობდა“.

ექსპერტების თქმით, თუ ბრიტანეთის მთავრობა [ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ] შეძლებს, ქვეყანაში კომფორტული მარეგულირებელი გარემოს შექმნას და მოახერხებს ბიუროკრატიისგან გამიჯვნას, მაშინ, ფინანსურ სექტორში, ახალი ტალანტებს მოიზიდავს და ძველს სტატუსსაც დაიბრუნებს.

„ლონდონი, როგორც მსოფლიო ფინანსური ცენტრი ძალიან მოქნილი აღმოჩნდა, 2016 წელს, როცა რეფერენდუმის საფუძველზე გადაწყდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი უნდა დაეტოვებინა. მაშინ ნიუ-იორკს აჯობა, არ დაუთმო პირველობა და მსოფლიოს მთავარ ფინანსურ ცენტრად დარჩა“.

ახლა კი იგივე შეუძლებელი აღმოჩნდა- ბრიტანეთი, ევროკავშირს, ოფიციალურად, 2020 წლის 31 იანვარს ტოვებს.

იაპონელებმა მატარებლები სავარჯიშო დარბაზებად აქციეს

ანტუან დაგატა თბილისში ფოტოგრაფიის ვორქშოპს ჩაატარებს