23
Jan
2019

ნიუ-იორკში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

23 Jan 2019

ნიუ–იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით განხორციელდა. ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, იმყოფება: “პროცესი სამი წლის წინ დაიწყო და დღეს, 22  სიმბოლურად დასრულდა – ბიბლიოთეკაში ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიო–ჩანაწერია. ამერიკაში ვიზიტით, ჩემს თანამშრომლებთან – ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები. წინ კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის”.

განხილვა