in

ნიუ-იორკი, ქალაქი, რომლითაც ფოტოგრაფი არასოდეს დაიღლება – ჯეფ როთსტეინის ნამუშევრები

ნიუ-იორკს ბევრნაირად ახასიათებენ. მისი ყველაზე ცნობილი აღწერაა „ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს”, თუმცა ფოტოგრაფმა, ჯეფ როთსტეინმა მას ახალი სახელწოდება შეურჩია – „ქალაქი, რომლითაც ფოტოგრაფი არასოდეს დაიღლება”. ამავე ქალაქში დაბადებული და გაზრდილი როთსტეინი შეყვარებულია მშობლიურ მეგაპოლისზე და მას თავის ობიექტივში ხშირად ახვედრებს. მისი ნამუშევრები ძალიან რეალისტურია და ნიუ-იორკის ქაოსურ, ხალხმრავალ, ბობოქარ, ურბანულ მეტროპოლიას გამოსახავს, რომელიც გამუდმებით სავსეა ენერგიითა და ხალხით.

BOG
BOG

როთსტეინი თავს ურბანულ დამკვირვებელს უწოდებს. ის თითქმის ყოველდღე დადის ქუჩებში და ცდილობს დაიჭიროს წარმავალი მომენტები. მისი კამერა ხშირად აფიქსირებს გამვლელებს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოვიდ-19-ის პერიოდი, როდესაც თავისი გადაღების სტილის შეცვლა მოუწია.

ზოგადად მიყვარს, როცა ხალხში ვითქვიფები, როცა მათ ახლო კადრებს ვიღებ, როცა ისინი გრძნობენ, რომ ჩემი ობიექტივის ნაწილნი არიან. პანდემიის დროს ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ შორიდან მიწევდა გადაღება. ამ დროს მიჭირდა მათი განწყობების დაფიქსირება, რადგან უმეტესობა პირბადეებს ატარებდა. პანდემიის შემდეგ გარეთ პირველი გამოსვლა იყო საოცარი შეგრძნება, ყველა ბედნიერი ჩანდა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე”, – ამბობს ფოტოგრაფი.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში სამუშაო დღეებში ყველა დაკავებულია, ქუჩები მაინც ყოველთვის სავსეა ხალხით, როგორც ადგილობრივებით, ისე ტურისტებით. როთსტეინის საყვარელი სამუშაო მდებარეობა სოჰოს რაიონია. თავის სამსახურში მას ის მოსწონს, რომ უბრალოდ ფოტოებს კი არ იღებს, არამედ შესაძლებლობა აქვს, უცხო ადამიანების ემოციები სამუდამოდ აღბეჭდოს, დააკვირდეს მათ. სწორედ ამ დაკვირვებით ამბობს, რომ წლების წინ ადამიანები ქუჩაში უფრო დადარდიანებულები ჩანდნენ, დღეს კი უფრო ლაღები არიან, თითქოს მზად არიან დატკბნენ ცხოვრებით.

ფერუჩიო ლამბორგინი – ადამიანი, რომელმაც ოცნებების რეალიზება შეძლო

მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!