in

ნიუ-იორკში კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება აიკრძალა

ნიუ-იორკში საახალწლოდ ბევრი კარგი ამბავი დაგროვდა — შტატის მაღაზიებში ძაღლების, კატებისა და კურდღლების გაყიდვა აიკრძალა. ამას კი ცხოველებზე კოსმეტიკური საშუალებების ტესტირების აკრძალვა მოჰყვა.

M2
M2

ახალი კანონი, სახელწოდებით New York’s Cruelty-Free Cosmetics Act, 2023 წლის იანვრიდან ბიზნესებს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვის ან დამზადების უფლებას აუკრძალავს. საგულისხმოა, რომ ნიუ-იორკი შტატებს შორის უკანასკნელია, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო.

სამწუხაროდ, ცხოველებზე ტესტირება ჯერ კიდევ გავრცელებულია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, სადაც ბევრ კურდღელს, ზღვის გოჭს, თაგვსა და ვირთხას უწევს დამღლელი, მავნე ტესტების გავლა. მაგალითად, კურდღლებს ქიმიურ ნივთიერებებს თვალებში ან კანზე უსვამენ, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად. ხოლო ვირთხებს დიდი რაოდენობით ქიმიკატების მიღება უწევთ, რათა „ლეტალური დოზა“ დადგინდეს.

„ცხოველებისგან თავისუფალი ტესტირების მეთოდებისა და ათასობით არსებული ინგრედიენტის მზარდის ხელმისაწვდომობით, გაუმართლებელია ამ არსებებისთვის ზიანის მიყენება. აქ საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შამპუნი, გაპარსვის შემდგომი ლოსიონი, ტუში და ა. შ.“, — ამბობს ბრაიან შაპირო, ნიუ-იორკის შტატის საზოგადოების დირექტორი.

ცხადია, ინიციატივა საზოგადოების დამოკიდებულებამაც განაპირობა. ნიუ-იორკის ასამბლეის თანახმად, 2015 წელს Nielsen-ის გამოკითხვამ დაადგინა, რომ ახალი პროდუქტის შეძენისას მომხმარებლები დარდობენ, ის ცხოველებზე გამოცდილი არ იყოს.

ასამბლეის წევრი ლინდა ბ. როზენთალი, რომელმაც ხელი მოაწერა კანონპროექტს, ამბობს, რომ გავრცელებული ანდაზა „სილამაზე ტკივილია“ არ უნდა გავრცელდეს ცხოველებზე და „მეცნიერება აღარ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ ცხოველების ბოროტად გამოყენება მისაღებია კოსმეტიკური პროდუქტების შესაქმნელად“. 

ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack | ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს

იცოდით, რომ საშობაო საჩუქრები ცხოვრებას ჯადოსნურს ხდის?