The New York Times წარმატებით იყენებს Spelling Bee თამაშს, როგორც ახალი კამპანიის ნაწილს, რათა არაპრივილეგირებულ ბავშვებს სწავლაში დაეხმაროს. ნიუ-იორკის მეტროს ქსელში განთავსებული ახალი გარე რეკლამა ეფუძნება მეტროს მოხმარების მზარდ ტენდენციას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის 83%-ით გაიზარდა პანდემიის შემსუბუქების პარალელურად.
სიტყვების თამაში მოთამაშეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი სიტყვა შექმნან, წარმოდგენილი ასოების კომბინაციით. ამასთან, მეტროს კედლებზე განთავსებული პოსტერები შეიცავს გაფართოებულ რეალობას და QR კოდებს, რომელთა სკანირების შემდეგაც გამვლელები თამაშში ერთვებიან.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე აზიარებს #beetime ჰეშთეგს და @nytgames-ს მონიშნავს სოციალურ ქსელში, First Book Foundation-ს $1 -დან $500,000-მდე გადაეცემა. The First Book დაბალშემოსავლიან ოჯახებს წიგნებითა და სასწავლო მასალებით ამარაგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე — ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის თქმით, ნიუ-იორკის ბავშვების 38%-ზე მეტი მოდის დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან.