25
დეკ
2017

NEW YORKER-ის მე-3 მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა – ლოკაცია „გალერია თბილისი“

25 დეკ 2017

სავაჭრო ცენტრში, „გალერია თბილისი“ NEW YORKER-ის მე-3 მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა.  ღონისძიებაზე გაიმართა „ბრეიქდანსის“ შოუ, სტუმრების განწყობაზე კი იზრუნეს წამყვანებმა – მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა და ნიჭიერის ფინალისტმა ზურა ბალანჩივაძემ. სპეციალურად ამ დღისთვის, ნებისმიერი მსურველი, ბრენდის ახალ კოლექციაზე, 20 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობდა.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

NEW YORKER – Dress for the moment

„შეიქმენი წინასაახალწლო განწყობა ახალი ტრენდებით, განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სიურპრიზებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ NEW YORKER-მა მესამე მაღაზიის ოფიციალურ გახსნასთან ერთად, საქართველოში ოპერირების 5 წლის იუბილე აღნიშნა.

NEW YORKER – Dress for the moment

NEW YORKER გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1971 წლიდან მუდმივად აფართოებს ბიზნესს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში უკვე 1000 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

NEW YORKER ახალგაზრდებზე გათვლილი ბრენდია. მოდელების შექმნის და წარმოების პროცესში კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, შექმნას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქტი. ამავდროულად, NEW YORKER ქმნის ტრენდს, ახალგაზრდა ქალის და მამაკაცისთვის თანამედროვე და თავისუფალი სტილის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოებაში.

[R]

განხილვა