in

თბილისში NEW YORKER-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

NEW YORKER-ის ახალი მაღაზია საზეიმოდ გაიხსნა – მომხმარებლები საბურთალოს „სითი მოლში“, ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, შეიკრიბნენ, ლენტის გაჭრის შემდეგ კი მაღაზიაში გადაინაცვლეს.

ახალი მაღაზია საბურთალოს „სითი მოლში“ [პეტრე ქავთარაძის #1] ყოველ დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებს.

ბრენდის წარმომადგენლების თქმით, აქ, 950 მ² ფართის სივრცეში უახლესი ტრენდების ფართო არჩევანია. ახალი მაღაზია, სხვა ფილიალებისგან, განსხვავდება დიზაინითაც – ინტერიერი ლოფტის სტილშია გადაწყვეტილი.

გახსნის ცერემონიალზე, ბრენდის წარმომადგენლებმა, მომხმარებლებს, ექსკლუზიური საჩუქრები შესთავაზეს: პირველ მომხმარებელს – 250 ლარიანი, მეორეს – 200 ლარიანი, მესამეს – 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

შემდეგ 20 მომხმარებელს კი – 50 ლარიანი, მომდევნო 30-ს – 30 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. კიდევ 100-მა მომხმარებელმა NEW YORKER-ის ჩანთა მიიღო.

მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე NEW YORKER-ის უახლესი კოლექციის ჩვენებაც გაიმართა. სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე კი DJ Anna Sue ზრუნავდა.

ეს არის საქართველოს მასშტაბით მე-5 მაღაზია. NEW YORKER გერმანული ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2012 წლიდან, მას საქართველოში კომპანია ISOLA-G წარმოადგენს.

NEW YORKER-ის მაღაზიები არის „თბილისი მოლში“, „გალერია მოლში“, „ისთ ფოინთში“ და ბათუმში, „მეტრო მოლში“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ერთგულ მომხმარებლებს მათი არჩევანისთვის. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ტანსაცმლის და აქსესუარების დიდი არჩევანი და ევროპული სტანდარტის მომსახურების ხარისხი“, – ამბობს კომპანია “ISOLA-G” გენერალური დირექტორი დავით მჭედლიძე.

[R]

MIT-ის ხელოვნურ ინტელექტს Wikipedia-ს სტატიების კორექტირება შეუძლია

„თავისუფლებაზე“ სასტუმრო MONOGRAPH იხსნება