in

თბილისში NEW YORKER-ის მე-6 მაღაზია გაიხსნა!

27 იანვარს გლდანის სითი მოლში საერთაშორისო ბრენდის, NEW YORKER-ის ახალი ფილიალი გაიხსნა. აქ მომხმარებლებს არაერთი საინტერესო შეთავაზება და საზეიმო განწყობა დახვდათ — მაგალითად, სპეციალური აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ნივთზე დამატებითი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა; ასევე, 100 ლარის შენაძენზე 20 ლარს ზოგავდნენ, 200-ზე კი — 40-ს.

რა თქმა უნდა, ბრენდის წარმომადგენლები მხოლოდ ფუნქციური შეთავაზებებით არ შემოფარგლულან და საღამოს განსაკუთრებული ელფერიც შესძინეს. სადღესასწაულო გახსნაზე შესაფერისი ატმოსფეროს შექმნაზე პოპულარული დიჯეი GOGA ზრუნავდა. ასევე, მომხმარებლებს ადგილზე დახვდათ პოპკორნის აპარატი და GIFER, რათა სამახსოვრო ფოტოები ადგილზევე გადაეღოთ და დაებეჭდათ.

შეგახსენებთ, რომ NEW YORKER გერმანული ტანსაცმლის ბრენდია, რომელსაც საქართველოში შპს ISOLA-G წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობის ქვეშაა არაერთი სხვა საერთაშორისო ბრენდი — მათ შორის Burberry, Polo Ralph Lauren და ა.შ.

ახალი მაღაზია ილია ვეკუას #1-ში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლ გლდანში“ მდებარეობს და მომხმარებელს კვირის შვიდივე დღეს მოემსახურება.

[R]

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, თუ კარიერის შუაში იმყოფებით

„მეტროპოლ ქავთარაძე“ – ახალი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა დაიწყო