23 დეკემბერს, სავაჭრო ცენტრში, „გალერია თბილისი“ გერმანული ბრენდის, NEW YORKER-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება. სპეციალურად ამ დღისთვის, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიქმნას წინასაახალწლო განწყობა და ისარგებლოს 20 %-იანი ფასდაკლებით ახალ კოლექციაზე. სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ წამყვანები – მსახიობი ნინუცა მაყაშვილი და „ნიჭიერის“ ფინალისტი ზურა ბალანჩივაძე.

თბილისში ეს ბრენდის მე-3 მაღაზია იქნება. აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს NEW YORKER საქართველოში ოპერირების 5 წლის იუბილესაც აღნიშნავს.
NEW YORKER ახალგაზრდებზე გათვლილი ბრენდია. მოდელების შექმნისა და წარმოების პროცესში კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, შექმნას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქტი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდი ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცისთვის თანამედროვე და თავისუფალი სტილის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოებაში ახალ ტენდენციებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ NEW YORKER 1971 წლიდან მუდმივად აფართოებს ბიზნესს და დღეს მსოფლიოს 40 ქვეყანაში, 1000 მაღაზიით არის წარმოდგენილი.
[R]