27 იანვარს საერთაშორისო ბრენდი NEW YORKER თბილისის რიგით მეექვსე მაღაზიას გლდანის სითი მოლში ხსნის. ამიერიდან 1126 მ² ფართზე უახლესი ტენდენციებისა და მოდის აქცენტების ფართო არჩევანი დახვდებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს.
რა თქმა უნდა, შაბათის საზეიმო გახსნა შეთავაზებების გარეშე არ ჩაივლის. ბრენდის გადაწყვეტილებით, ამ კონკრეტულ დღეს ზამთრის მიმდინარე კოლექციაზე სპეციალური აქცია იმოქმედებს: 100 ან მეტი ლარის ნივთის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი 20-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს; ხოლო 200 ლარის ან მეტის დახარჯვისას — 40-ლარიან ფასდაკლებას.
გარდა ამისა, გახსნის ცერემონიაზე მომხმარებლებს მუსიკალური გაფორმებაც დახვდებათ, რომელზეც დიჯეი გოგა იზრუნებს. ასევე, აქ იქნება პოპკორნის აპარატი, წითელი ხალიჩა და Giffer-ის მოწყობილობა.
მიმდინარე კოლექციის შესახებ უფრო მეტი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, 2024 წლისთვის NEW YORKER-მა ორიენტირ ფერებად ტყის მწვანე, ქვის მსგავსი ნაცრისფერი, მიწიერი ყავისფერი და ქვიშისთვის დამახასიათებელი ბეჟი შეფერილობა აიღო. მთლიანობაში, ცივ სეზონზე ნეიტრალური და მუქი ტონები დომინირებს.
„არ აქვს მნიშვნელობა, ფერთა რომელ კომბინაციას აირჩევთ, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანი ზამთრის სრულყოფილებას შეესაბამება. იქნება ეს ფაფუკი თუ ტყავის ქურთუკი, ღია ფერის ნაჭრები სიმსუბუქესთან და სიახლესთან ასოცირდება. ხოლო მწვანე ტონები სასიამოვნო აქცენტს იძლევა. ნაქსოვ კაბებს კი ჩვენივე ჩექმებს შეუხამებთ. ამასთან, დიდი ზომის ჰუდები და ფართო ჯინსები აბსოლუტურ აუცილებლობად იქცა სრულყოფილი მოდისთვის“, — აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.
NEW YORKER-ის მაღაზიის გახსნა გლდანის სითი მოლში, ხიზაბაურის 1-ში, 18:00 საათზე გაიმართება.
[R]