6
Dec
2017

განახლებული „ზანდუკელის“ ახალი ვიდეორგოლი

6 Dec 2017

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე „ზანდუკელის“ განახლებული ლიმონათი გამოჩნდა. თანამედროვე ვიზუალი, ტრადიციული გემო და უცვლელი ხარისხი – როგორც კომპანიაში ამბობენ, ასეთია ბრენდის ახლანდელი კონცეფცია. სწორედ ამ სიახლეს მიეძღვნა ვიდეორგოლი.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=OH4MW8FyA3s[/embedyt]

 

ვიდეოს გრაფიკა მიშიკო სულაკაურსა და პეტრე თომაძეს ეკუთვნით, მუსიკალურ და კონცეპტუალურ მხარეზე კი სააგენტო „კენგურუმ“ იმუშავა.

„ბრენდი ვიზუალურად უფრო თანამედროვე გახდა, გემო კი ისევ ტრადიციული რჩება. ის ხომ  ყველა სუფრის მასპინძელია, ძალიან თბილი და ახლობელი. ახალი ვიდეორგოლის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო – გვინდოდა, კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, რომ ახლით შევცვალეთ ძველი ვიზუალი, მაგრამ ვუფრთხილდებით ტრადიციულ გემოსა და პროდუქტის ხარისხს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ზანდუკელის” ვიდეოების სტილისტიკა (ხელწერა) მუდამ თანამედროვე გრაფიკა იქნება და ბევრი საინტერესო გადაცემისა თუ პროექტის წარმდგენად მოგვევლინება“.

[R]

განხილვა