in

თბილისში უკრაინული IT კომპანია Newage.io-ს ახალი პლატფორმა Retainly-ის პრეზენტაცია შედგა

4 ოქტომბერს თბილისში უკრაინული IT კომპანია „ნიუეიჯის“ (Newage.io) ახალი Martech პლატფორმა Retainly-ის პრეზენტაცია გაიმართა.

გუნდმა პროდუქტის ფართო შესაძლებლობები წარადგინა და პრაქტიკული მაგალითებით, მიღწეული შედეგები გაუზიარა აუდიტორიას. საინტერესო სპიკერებს შორის ვიხილეთ Redberry-ის, JWT Metro-ის, Leavingstone-ისა და Windfor’s-ის წარმომადგენლებიც.

Retainly ბიზნესისთვის შექმნილი მრავალკომპონენტიანი ინგეიჯმენთ პლატფორმაა, რომელსაც მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის პროდუქტიულობის გაზრდა, მიზნების ეფექტიანად მიღწევა და მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესება სურს.

ასევე, მრავალ სასარგებლო ფუნქციონალთან ერთად, Retainly-ს ელექტრონული ფოსტის, SMS და „ფუშ-შეტყობინებების“ ავტომატიზაციის თანამედროვე გადაწყვეტა იძლევა სეგმენტაციის, მონაცემთა დამუშავების, სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი კი კომპანიებს ეხმარება, ინფორმირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ და გაზარდონ შემოსავლები.

საგულისხმოა, რომ Retainly-მ ქართული კომპანიებისთვის ადრეული რეგისტრაციის პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ბიზნესებს უფასო ინტეგრაციის, ტრენინგებისა და პლატფორმის პრემიუმ ფუნქციონალთან წვდომას სპეციალურ ფასად სთავაზობს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეიქმნა Beavertown-ის პანკ დიზაინი?

დამდეგ მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ, საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!