in

ახალშობილი Covid-19-ის ანტისხეულებით

როდესაც სელინ ნგ ჩანი 10 კვირის ფეხმძიმე იყო, Covid-19 დაუდასტურდა. ამ პერიოდისთვის, ანუ მარტში, ჯერ კიდევ ბევრად ნაკლები ვიცოდით კორონავირუსის გვერდითი მოვლენების შესახებ და იმაზეც, თუ როგორ იმოქმედებდა ის ფეხმძიმე ქალსა და ნაყოფზე. თუმცა სინგაპურში, კერძო მასწავლებლის ნგ ჩანის მშობიარობა გამამხნევებელი და დამაიდებელი აღმოჩნდა, როგორც მისთვის, ასევე სხვა დაინფიცირებული ორსულებისთვისაც.

   ახალშობილი ოლდრინი არა მხოლოდ არ არის დაინფიცირებული, არამედ Covid-19-ის ანტისხეულებიც კი აქვს ორგანიზმში, რაც სავარაუდოდ დედისგან გადაეცა. როგორც ნგ ჩანგი ამბობს, მშობიარობის დროს ის არ ყოფილა კოვიდ-დადებითი.

„ჩემი ორსულობის პერიოდი და მშობიარობა საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ დავინფიცირდი ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სწორედ იმ პერიოდში, რომელიც ყველაზე არასტაბილურია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოლდრინი სრულიად ჯანმრთელია და როგორც იქნა შვებას ვგრძნობ „Covid-19-ის მოგზაურობის“ დასრულებით“. – ამბობს ნგ ჩანი.

ამ სიახლესთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი შემთხვევა – დედისგან ნაყოფზე Covid-19-ის გადაცემა _ საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

მცირე კვლევების თანახმად, კორონავირუსის მქონე ფეხმძიმე ქალები ნაყოფს გადასცემენ IgG ანტიისხეულებს, რომლებიც ნაყოფს ეხმარება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგალითად, კვლევა ჩატარდა ექვს ქალზე, რომელთაც მშობიარობის დროს აღენიშნებოდათ კორონავირუსი. მათი შვილებისგან ხუთს აღმოაჩნდა IgG ანტისხეულების მაღალი დონე, თუმცა არც ერთს არ ჰქონია Covid-19. ყველა დედას ეკეთა პირბადე, ბავშვები გადაიყვანეს მათგან იზოლირებულ ოთახებში.

ასევე, ოქტომბრის თვის ანგარიშშიც ვხვდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც ქალის (რომლის დაინფიცირებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა) ახალშობილ ბავშვს არ ჰქონია კორონავირუსი, თუმცა ორგანიზმში აღმოაჩნდა IgG ანტიისხეულები. ეს ფაქტი იხსნება „პასიური იმუნიტეტით“, რომელიც პლაცენტის მეშვეობით გადაეცა.

,,გარკვეულწილად, მსგავსი ფაქტები მოსალოდნელიც იყო, რადგან IgG ანტიისხეულები სხვა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს ნაყოფს და ახალშობილებს“ – განუცხადა მედენმა Insider-ს. ასევე, მისი თქმით _ „ეს არის მიზეზი იმისა, რომ ორსულობის დროს რეკომენდირებულია გარკვეული ვაქცინები, მაგალითად, ყივანახველას და გრიპის ვაქცინა. IgG ანტისხეულები უფრო მეტად ორსულიბის 36-ე კვირიდან იზრდება ნაყოფებში“.

Covid Antibodies

მიუხედავად ამისა, საჭიროა მეტი გამოკვლევა იმის გასაგებად, თუ რა გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმე ანტისხეულების დონეზე, რა როლს თამაშობს ინფექცია ორსულობის პერიოდში და რამდენად ძლიერი და ხანგრძლივია ჩვილი ბავშვის სავარაუდო იმუნიტეტი. ჩინეთში, ვუჰანში ჩატარებულ კვლევას თუ მივენდობით, ახალშობილების ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ მალევე იკლებს და ქრება. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, მადენის თქმით, ძნელია იმის მტკიცება, იღებს თუ არა IgG ანტიისხეულებს იმ ნაყოფის ორგანიზმი, რომელიც დედის დაინფიცირების შემდეგ ჩაისახა.

საინტერესოა ისიც, რომ 37 ქალზე ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემებით დაინიფიცირებული დედის რძე სრულიად უვნებელი იყო ბავშვებისთვის და ამასთნ ერთად შეიცავდა IgG ანტიისხეულებს. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან ცნობილია, რომ დედის რძის ზოგიერთი ანტისხეული იცავს ახალშობილს სხვადასხვა დაავადებისგან, მაგალითად წითელასგან, სანამ ისინი მეტისმეტად პატარები არიან ვაქცინის მისაღებად. ასევე, ძუძუთი კვება მიიჩნევა ისეთი დაავადებების რისკის შემამცირებლად, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება.

ჯანდაცვის ისეთი წამყვანი ორგანიზაციების თანახმად, როგორიცაა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, აღნიშნული უპირატესობები ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსით დაინფიცირებული დედების მიერ ძუძუთი კვების ჯერ კიდევ დაუდგენელი რისკები, მანამ, სანამ დაინფიცირებული დედები იცავენ წესებს – იკეთებენ ნიღაბს და ძუძუთი კვებამდე იბანენ ხელებს.

Twitter ახალი ფუნქციის, აუდიო ფორმატის მქონე ვირტუალური “შეხვედრების ოთახის” ტესტირებას იწყებს

რისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები 2020 წელს? – Pornhub-ის კამპანია