საქართველოში, წელს პირველად, Newon ფესტივალი ტარდება. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ის ქართველი მუსიკოსები და მათი ახალი ნამუშევრები, ვინც თანამედროვე მუსიკალურ ჟანრებში: ჰიპ-ჰოპი, ინდი როკი, ნიუ ჯაზი, ელექტრონულ და ავანგარდულ პოპ მუსიკაში მოღვაწეობენ.

ფესტივალი ორდღიანია და მასში მონაწილეობენ: 30 ნოემბერი – Mindstreaming, Oimactta, Gacha, Jorjick, Bedford Falls, YGL; 1 დეკემბერი – Tamara, Nikakoi, Tusia Beridze, Killages, Moku Moku, Kordz. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ახალაღდგენილ ინდუსტრიულ არტ – ჰაბ ELEKTROWERK-ში ჩატარდება. უკვე იყიდება ბილეთებიც.
Newon ფესტივალი ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმართება.













