in

Newton Meter – მესამე კურსელი ქართველების შექმნილი უნიკალური აპლიკაცია

მარკეტერი წარმოგიდგენთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტების მიერ შექმნილ მობილურ აპლიკაციას

პროექტზე მუშაობდნენ: შალვა ავანაშვილი, ლაშა ამაშუკელი, ნათია მამაიაშვილი.

“ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა აპლიკაციების კონკურსი, სადაც ჩვენც შევქმენით აპლიკაცია და გავიმარჯვეთ კიდეც. ამ კონკურსში გამარჯვებას თავი რომ დავანებოთ ხელში შეგვრჩა უნიკალური პროგრამა. (ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერსად ვიპოვეთ ანალოგი ). პროგრამა ზომავს დარტყმის  სიძლიერეს ნიუტონებში. ასევე აქვს სოციალურ ქსელში შედეგის გაზიარების და მეგობრების გამოწვევის ფუნქციაც. ეს აპლიკაცია ასევე უნიკალურია ანდროიდ საათისთვისაც, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. საერთო ჯამში გასართობადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან შეგვიძლია მეგობრებს შევეჯიბროთ დარტყმაში და ასე შემდეგ.. ” – აცხადებენ ავტორები.

 

1

2

3

აპლიკაციის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/store/apps/details?id=bb.newtonmeter

ფინანსური აღრიცხვა ანუ თანხის მიმოსვლის კონტროლი !

ასეთი ხარისხის “Food styling” რეკლამა საქართველოში აქამდე არ გადაღებულა.