20-21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში „საქართველოს სტარტაპ სამიტისა და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი სპონსორიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მცირე ბიზნესის მიმართულება, Nexia 4SME გახდა.
2-დღიანმა სამიტმა, რომელმაც სტარტაპერები, ინვესტორები და ინდუსტრიის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან გააერთიანა, მცირე ბიზნესების მფლობელებს საშუალება მისცა, ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მიღწევები, ინოვაციები და დაკავშირებოდნენ პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს.
„სტარტაპ სამიტი და ჩვენი პროექტი – Nexia 4SME საერთო მიზანს ემსახურება, ეს არის მცირე ბიზნესების განვითარებასა და გაძლიერებაში მხარდაჭერა. Nexia-ს ინოვაციებისადმი ერთგულება გვიბიძგებს, ყოველთვის დავუჭიროთ მხარი ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპების წარმატებას მთელ მსოფლიოში“, – გელა მღებრიშვილი, Nexia Georgia-ს მმართველი პარნტიორი, პროექტ Nexia 4SME-ის ხელმძღვანელი.
წლევანდელ ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდების წარმომადგენელი ინვესტორები ესწრებოდნენ. ინდუსტრიის ექსპერტებმა აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს. ღონისძიება, ასევე, მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, რომლის ფარგლებშიც ის უახლესი ტენდენციები და გამოწვევები იქნა განხილული, რომელთა წინაშეც დღეს სტარტაპები დგანან. ფორმალური სესიების გარდა, სამიტი მოიცავდა არაფორმალურ შეხვედრებსაც, რომლის მიზანიც იდეების გაცვლა და პარტნიორებს შორის ღირებული თანამშრომლობის გაძლიერებაა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდებიან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებენ.
„გვიხარია, რომ ვართ იმ ღონისძიების ნაწილი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სტარტაპ სამყაროს უახლესი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ დარგის ექსპერტების დისკუსიებს, არამედ აქტიურად უწყობს ხელს სამეწარმეო ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას საქართველოში“, – მაია აფციაური, Nexia-ს მცირე ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
Nexia 4SME საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, Nexia Georgia-ს პროექტია, რომელიც მცირე ბიზნესებს საერთაშორისო სერვისებს და გლობალური ქსელის მაღალი დონის მომსახურებას მათზე მორგებული ბიუჯეტით სთავაზობს.
სერვისი მოიცავს ბუღალტრულ/საგადასახადო მომსახურებას, ბიზნესის გაციფრულებაში მხარდაჭერასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას. დღეისათვის Nexia 4SME-ის მომსახურებით 200-ზე მეტი სტარტაპი და მცირე კომპანია სარგებლობს.
[პარტნიორის კონტენტი]