in

„ბუღალტერია მარტივად“ – SME სექტორის გაძლიერებისთვის – Nexia-ს შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურ თემად იქცა. SME სექტორში მრავალი გამოწვევაა, რომელსაც ყველა მეწარმე შეძლებისდაგვარად უმკლავდება, თუმცა მათთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია.

სტარტაპსა თუ საშუალო ბიზნესს აუცილებლად სჭირდება მაღალი ხარისხის მომსახურება. საბუღალტრო საკითხების მოწესრიგებისა და ჩამოყალიბებული ფინანსური მოდელირების გარეშე ბიზნესის საქმიანობა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ბევრი სტარტაპი, ისევე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, სწორედ იმის გამო ვერ მიიწევს წინ, რომ ეს უკანასკნელი საკითხი მოგვარებული არ არის.

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს და თითქმის ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიას უწევს მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბუღალტრული, იურიდიული და კონსალტინგის მიმართულებებით. კომპანიის ძირითადი სეგმენტი დაარსებიდან დღემდე, იყო და რჩება მსხვილი ბიზნესი, თუმცა მცირე ბიზნესში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, Nexia TA-მ შექმნა სპეციალური პროექტი „ბუღალტერია მარტივად“, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს, მათ შორის სტარტაპებს, სთავაზობს საერთაშორისო დონის ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას მათზე მორგებული ბიუჯეტით. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ SME სექტორისთვის საერთაშორისო დონის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში.

იდეა გამიჩინა მცირე და საშუალო ბიზნესზე დაკვირვებამ. ბევრი ახალბედა მეწარმეა, რომლებსაც აქვთ იდეები, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი სახსრები, რომ ბიზნესი სწორად მართონ. მათ სჭირდებათ კონსულტაცია, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი და ბევრი სხვა სერვისი, რომელსაც Nexia TA სთავაზობს კლიენტ კომპანიებს. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ დავხმარებოდით მსგავსი ტიპის მეწარმეებს და შევქმენით პროექტი „ბუღალტერია მარტივად“.

პროექტში ჩართვა ნებისმიერ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია, იქნება ეს უბნის მაღაზია, სილამაზის სალონი, საცხობი, ავტოსამრეცხაო, სასტუმრო, კაფე-რესტორანი თუ ნებისმიერი სხვა. ინდუსტრიას მნიშვნელობა არ აქვს. ბიზნესისთვის ეს თანამშრომლობა ბევრი ასპექტით არის მომგებიანი, თუმცა შეგვიძლია, გამოვყოთ სამი ძირითადი პუნქტი:

ბუღალტერიის გაციფრულება, რაც შემდეგ ამარტივებს პროცესების მენეჯმენტსა და ანალიტიკას;

მაღალი ხარისხის საერთაშორისო დონის მომსახურების მიღება და სერვისებზე წვდომა, ხშირად იმაზე დაბალი ბიუჯეტით, ვიდრე ფიზიკური პირი ბუღალტრის მომსახურებაა;
პასუხისმგებლობის დაზღვევა – Nexia TA-ის პროფესიული საქმიანობა დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი კომპანია მაქსიმალურად დაცულია ფინანსური ზარალისგან“ – გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი, პროექტის „ბუღალტერია მარტივად“ იდეის ავტორი.

მნიშვნელოვანია, რომ SME სექტორის ბუღალტრული მომსახურების ფარგლებში Nexia TA-ის უკვე განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის:

2021 წლიდან კომპანია თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესს ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს, ასევე უზრუნველყოფს პროცესების გამართვასა და გაციფრულებას;

ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც მცირე მეწარმეს სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა და გამოცდილების არქონის გამო, ფინანსურ ინსტიტუტთან ვერ წარადგენს დამაჯერებელ ისტორიას. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან, რომლის ფარგლებშიც, ბანკის პარტნიორ კომპანიებს ვუწესრიგებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას და ამ თანამშრომლობით, საბოლოო ჯამში, ყველა მხარე მოგებული რჩება“ – მაიკო აფციაური, Nexia TA-ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და მისთვის საერთაშორისო დონის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, Nexia TA USAD-ის საგრანტო პროგრამების ფარგლებში, არაერთ NGO-სა და შპს-ს უწევს ბუღალტრულ მომსახურებას; ასევე, თანამშრომლობს GITA-სთან, რომლის ფარგლებშიც, სტარტაპ კომპანიებს სპეციალური პირობებით ემსახურება ბუღალტრული, საკონსულტაციო და დიჯიტალიზაციის მიმართულებებით.

„ყოფილა შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში, რომ საწყის ეტაპზე მეწარმეს არ გამოუთქვამს აღრიცხვის გაციფრულებისა და მოწესრიგების სურვილი, თუმცა საკითხში უფრო ღრმად გარკვევისა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაწყებით, შემდეგ მისი ხარჯი 40%-ით შემცირებულა და სასიამოვნოდ გაკვირვებული და მადლიერი დარჩენილა. ასე რომ, ინფორმაციის სწორად მიტანაც მომხმარებლამდე ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა“ – გელა მღებრიშვილი, Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი.

რა თქმა უნდა, კომპანია Nexia TA ამ ყველაფერზე გაჩერებას არ აპირებს და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს. გეგმები მოიცავს როგორც მიმდინარე პროექტის, „ბუღალტერია მარტივად“ გაფართოებას, ისე სხვა პროგრამების შემუშავებასაც SME სექტორის მხარდსაჭერად. ერთ-ერთი ასეთია ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი, რომლის ფარგლებშიც, კლიენტ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ფინანსური მენეჯერი აუთსორსზე იყოლიონ ასევე სრულიად მისაღებ ფასად და ანალიტიკური პროცედურები მარტივად, გამოცდილი პროფესიონალის დახმარებით მართონ.

[R]

სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას” 17 წელი შეუსრულდა!

Apple ლოდინს გაიძულებთ — Samsung-ის სარკასტული კამპანია