2021 წელი, 27 მაისი, ტაილანდი. ელექტრონიკისა და აპარატურის კორპორაცია ACER გლობალურ ონლაინ კონფერენციას მართავს:
ახალი პერსპექტივები – პენროუზის სამკუთხედი.
პენროუზის სამკუთხედი გახსოვთ, ხომ? ოპტიკური ილუზია, რომელიც შეიძლება, გამოსახული იყოს, როგორც პერსპექტიული ნახაზი, მაგრამ შეუძლებელია მისი, როგორც მყარი ობიექტის არსებობა.
და რა კავშირი აქვს ACER-ს ოპტიკურ ილუზიასთან?
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ACER-ის ბრენდის მორალური თუ ტექნოლოგიური ღირებულებების გადაფასებაზე სასაუბროდ, პენროუზის ტრიბარი საკმაოდ ეფექტური ილუსტრაცია აღმოჩნდა – პერსპექტივის ცვლილების რეპრეზენტაცია.
ღირებულებების გადაფასების პროცესში მიგნებული გადაწყვეტილება კი – Earthion – მისიაში აისახა – „დედამიწისა“ (Earth) და „მისიის“ (Mission) გაერთიანებით მიღებულ დაპირებაში, რომელიც გარემოსდაცვითი გამოწვევების ინოვაციური და ინტეგრირებული გადაწყვეტილებების გამოყენებით დაძლევას გულისხმობს.
Earthion – აქცენტები:
- ენერგია – 100%-ით განახლებადი ენერგიის გამოყენება, როგორც მიზანი;
- პროდუქტის დიზაინი – მწვანე ინოვაცია;
- შეფუთვის დიზაინი – გადამუშავებადი მასალების გამოყენება;
- წარმოება – გარემოზე ზეგავლენის შემცირება;
- ლოჯისტიკა – ნაკლები ნახშირბადის ემისიის დატოვება;
- გადამუშავება – რესურსების ხელახლა გამოყენება.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვა, რომ „ეისერი“ – ინიციატივით, Earthion ცდილობს, გარემოზე ზრუნვის კულტურა პარტნიორებსა და მომწოდებლებსაც გაუზიაროს და ამით ერთიანი პლატფორმა შექმნას, რომლითაც კიდევ უფრო სწრაფად შეცვლის პერსპექტივებს განახლებადი ენერგიებისა და გადამუშავებადი რესურსების ხელახლა გამოყენების კუთხით.
გრძელვადიანი ვალდებულება მწვანე ენერგიის გამოყენებაზე.
Acer-მა განაცხადა, რომ ბრენდი RE100-ს, გლობალური კორპორაციული განახლებადი ენერგიის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ასობით მსხვილ და ამბიციურ ბიზნესს 100%-ით განახლებადი ენერგიის მისაღებად აერთიანებს.
იმასაც დაგვპირდა, რომ 2035 წლისთვის, 100%-ით განახლებად ენერგიას გამოიყენებს!
რომ გავიხსენოთ, 2020 წელს, Acer ჯგუფმა განახლებადი ენერგიის 44%-იან გამოყენებას მიაღწია. ამავე წელს, Acer-ის ყველა ნოუთბუქი გადამუშავებული ქაღალდით შეიფუთა, რითაც 8750 კგ რბილი მერქანი დაიზოგა და რამაც 20 მილიონით ნაკლები პლასტმასის ჩანთის გამოყენება უზრუნველყო. გარდა ამისა, 50 მეტრიკ ტონა ელემენტი გადამუშავდა და განახლდა.
Acer’s Aspire Vero – მდგრადობაზე ორიენტირებული პირველი ლეპტოპი.
Earthion პლატფორმის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი, Acer’s Aspire Vero არის ნაბიჯი იმისკენ, თუ როგორ შეიძლება, ლეპტოპის წარმოების პროცესი გამოიყურებოდეს, თუ ბრენდის პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა:
- PCR პლასტმასა, ანუ უკვე გამოყენებული მასალა – მოწყობილობის ჩარჩოსა და კლავიატურისთვის;
- ეკომეგობრული შეფუთვა – ადაპტერის დამცავი მასალა – ქაღალდის მუყაო, პლასტმასის ნაცვლად;
- ინდუსტრიულად გადამუშავებული პლასტმასა – როგორც ლეპტოპის ჩანთის, ისე ეკრანსა და კლავიატურას შორის დაფენილი დამცავი საშუალებისთვის და სხვა ეკომეგობრული გადაწყვეტები.
გარდა ეკოლოგიური ღირებულებისა, Aspire Vero მე-11 თაობის Gen Intel® Core™პროცესორის მქონე ლეპტოპია. გრაფიკა – Intel® Iris® X.e რაც შეეხება ტევადობას – 1TB M.2 SSD.
მიუხედავად იმისა, რომ Next@Acer-ის 2021 წლის კონფერენცია, წელს, ყველაზე უფრო მწვანე იყო, გარემოზე ზრუნვის კუთხით გადადგმული ნაბიჯების გაცხადების გარდა, ბრენდმა საკუთარი ერგონომიული დანიშნულებაც არ დაივიწყა და სხვა ლეპტოპებიც გაგვიზიარა, მათ შორის:
ConceptD 5 და ConceptD 5 Pro ლეპტოპები – შემოქმედებს მივცეთ საშუალება, იყვნენ შემოქმედები!
ეს ლეპტოპები 2D და 3D სამუშაოებისთვის შეიქმნა, 16-ინჩით, 3K რეზოლუციითა და 16:10 ეკრანით. ვინაიდან, ფერების სიზუსტეს კრეატორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შემთხვევითი არაა, რომ აქ ფერები PANTONE-ს® მიერაა დადასტურებული, 100%-ით DCI-P3, Delta E<2.
NVIDIA® RTX™ A5000 ან NVIDIA® RTX™ A3000 Laptop GPU მონაცემების გათვალისწინებით, ეს ლეპტოპები არის შემოქმედებისთვის, რომლებიც საუკეთესო შესაძლებლობებს ეძებენ – თვალის ტრეკინგი, სტერეო კამერა, სტერეოსკოპული 3D ჩვენება, რეალურ დროში დარენდერების საშუალება – ეს იმ შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ConceptD 5 და ConceptD 5 Pro ლეპტოპებთან ურთიერთობისას მომხმარებლებს კომფორტს უქმნის.
შემოქმედება, რომელიც ეკრანიდან იშლება
ტექნოლოგიის ეს კრებული რევოლუციურია მათთვის, ვინც 3D კონტენტს ქმნის. 3D პროპორციების 2D ეკრანზე განსაზღვრა ხომ რთულია?! დიზაინერები, როგორც წესი, 2D ეკრანებზე მუშაობენ, რომელიც მათ 3D ობიექტის ან სცენის სიღრმის შესახებ მხოლოდ შეზღუდულ ინფორმაციას აწვდის.
სწორედ ამიტომ, SpatialLabs – სივრცული ლაბორატორია კრეატორებს რეალურ დროში გაცოცხლებული პროექტების ნახვის შესაძლებლობას აძლევს.
პროდუქტის დიზაინერებს შეუძლიათ, SpatialLabs Model Viewer გამოიყენონ, რომ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ გამოიყურება მათ მიერ მომზადებული ნამუშევარი, სანამ მის დაბეჭდვაზე იზრუნებენ. ასევე, ფუნქცია, როგორიცაა მოდელის HDRI ფონის შეცვლის შესაძლებლობა, მათ საშუალებას აძლევს, ობიექტი ბუნებრივ, რეალისტურ გარემოში წარმოაჩინონ.
დეველოპერების პროგრამა
SpatialLabs, ასევე, მხარს უჭერს Unreal Engine-ს, ინტერაქტიული კონტენტის შექმნის მძლავრ ინსტრუმენტს, რომელსაც დეველოპერები იყენებენ. ამ პროგრამით შესაძლებელია თქვენი შემოქმედების სტერეოსკოპული, 3D ფორმით წარმოჩენა (პროგრამით დაინტერესებულ პირებს, 2021 წლის 30 ივნისამდე, ბმულზე რეგისტრაცია შეგიძლიათ).
„ეისერის“ შესახებ
1976 წელს დაარსებული Acer მსოფლიოს წამყვანი ICT კომპანიაა, რომელსაც წარმომადგენლობა 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. Acer ორიენტირებულია ისეთი სამყაროს შექმნაზე, სადაც პროდუქტი, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ერთმანეთთან შერწყმულია და მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
Acer- ის 7,500 თანამშრომელი მუშაობს იმისთვის, რომ ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის ბარიერები გაარღვიოს და გარემოზე ზრუნვით შთაგონებული მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტილებები შემოგვთავაზოს.