in

NEXT COLLECTION – 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე

არსებობს ამბები, რომლებიც იმდენად კარგად ჟღერს, საკუთარ ყოველდღიურობასთან გაიგივება შესაძლოა გაგიჭირდეს. თუმცა ეს ამბავი არა წარმოუდგენელ, არამედ რეალურ, კომფორტულ ცხოვრებაზეა, რომლის მთავარი გმირი შენც ძალიან მარტივად შეიძლება გახდე… NEXT COLLECTION – ასექვია NEXT GROUP-ის ახალ პროექტს, რომლის ისტორიაც ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში იწყება.

NEXT GROUP საინვესტიციოდეველოპერული კომპანიაა, რომელიც სწრაფი ტემპებით იზრდება და უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციები შემოაქვსკომპანიას აქვს რამდენიმე მიმდინარე და  დასრულებული მასშტაბური კომპლექსი ბათუმში. პროექტებს შორისაა Radisson Hotel Group-თან და Wyndham Hotels & Resorts-თან კოლაბორაციით შექმნილი ბრენდული რეზიდენციები, სასტუმროაპარტამენტები და ვილები.

კომპანიის ახალი პროექტი Next Collection-ია, რომლის მთავარი იდეა 5 ვარსკვლავიან  რეზორტში ცხოვრებაა, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. მიტომ, თუ საუკეთესო ინვესტიციის უსაფრთხოდ გაკეთება გსურს, უნდა იცოდე მეტი Next Collection-ის შესახებ

NEXT COLLECTION ინფრასტრუქტურა

Next Collection ყველა იმ სივრცესა და სერვისს აერთიანებს, რაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ახასიათებთრესტორნებსა და ბარებს, ტერასებს, დახურულ და ღია აუზებს, მათ შორისუსასრულოპანორამულ აუზს სახურავზესპა და ფიტნეს ცენტრებს, კაფებიბლიოთეკას, სამუშაო, საკონფერენციო და საბავშვო გასართობ სივრცეებს, სამედიცინო ოთახს, აფთიაქს, კინოთეატრსა და პარკინგს. ყველა ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება როგორც დროებითი დამსვენებლებისთვის, ასევე კომპლექსის მუდმივი მაცხოვრებლებისთვის.

არქიტექტურა

კომპლექსის არქიტექტურა იდეალურად ერგება ტერიტორიის ტოპოგრაფიას და ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტთან. გამოყენებული ორგანული ფორმები, მასალები და ფერთა გამა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს

ყველა აპარტამენტი დაგეგმარებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. თითოეული სივრცე წარმოდგენილია ფართე ტერასებით. არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერიც, რაც, პირველ რიგში, ითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ NEXT COLLECTION სრულიად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის

ხელსაყრელი ინვესტიცია 

საქართველოს ტურისტული და უძრავი ქონების სექტორი ყოველწლიურად მზარდია. დღეს საუკეთესო დროა საკუთარი აპარტამენტის შესაძენად მომავლის კომპლექსში, სადაც შეგიძლია ისარგებლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტითა და მომსახურებით. NEXT COLLECTION-ში დასვენება ან ცხოვრება ერთნაირად კომფორტული იქნება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის.

NEXT COLLECTION ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ, დაისვენონ და მიიღონ სტაბილური შემოსავალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სხვაგვარად, რომ ვთქვათეს არის მომგებიანი ინვესტიცია სტაბილური მომავლისთვის.

NEXT COLLECTION-ში გაყიდვები დაწყებულია, კომპლექსში აპარტამენტის მინიმალური ფასი 40 500 აშშ დოლარიდან იწყება. ასევე მოქმედებს მოქნილი გადახდის პირობები: 10%-იანი პირველადი შენატანი და შიდა უპროცენტო განვადება 2026 წლის მაისამდე.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ NEXT GROUP-ის ვებგვერდს www.nextgroup.ge

[R]

როგორ გააერთიანა Litz Resort-მა სამედიცინო, გასართობი და დასასვენებელი სერვისები ერთ საკურორტო სივრცეში

Heinz-ისა და Absolut Vodka-ს ახალი კამპანია — „არყიანი პასტას“ სოუსი