გაეცანით Unix Vison-ის ახალი თაობის სახლების პროექტ NEXT-GEN-ს, რომელიც განლაგებულია ლისის ტბასთან, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და მწვანე სივრცეში.
Next-Gen თაუნჰაუსები – ეს არის ურბანული ცხოვრების ახალი ხედვა, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და მდგრადობას. წარმოიდგინეთ: კერძო სახლი ქალაქში, რომელიც დაგეგმილია უმაღლესი სტანდარტების მიხედვით, ექსტერიერი პრემიუმკლასის ბუნებრივ ხესა და ქვაში, თანამედროვე სმარტსახლის მახასიათებლებითა და ეკომეგობრული ინოვაციებით. თითოეული რეზიდენცია აღჭურვილია საკუთარი დამოუკიდებელი მზის პანელებით და აშენებულია ენერგოეფექტური-მდგრადი მასალებით.
Unix Vision-ის დაკვეთით, პროექტი ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის, კონსტრუქტორი ალექსანდრე კორტავას და ინჟინერ-მშენებელი ბექა ხარტიშვილის დაგეგმარებულია, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და გამორჩეულ არქიტექტურულ მიმზიდველობას.
კომპანია NEXT-GEN-ის პირველ მცხოვრებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გახდნენ ახალი თაობის სახლების პირველი რეზიდენტები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით როგორც გადახდის, ასევე სახლის შიდა დაგეგმარების კუთხით.
მიჰყევით Unix Vision-ის ოფიციალურ გვერდს, გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ და დაჯავშნეთ ვიზიტი. არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ ახალი თაობის სახლის მფლობელი.
Unix Vision-ის შესახებ
Unix Vision არის წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, ცნობილი თავისი ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროექტებით. ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მტკიცებით, Unix Vision-მა წლების განმავლობაში არაერთი შესანიშნავი პროექტი შექმნა, მათ შორის ცნობილი Meama პროექტი, Episode Hotels (პირველი სრულად ციფრული სასტუმრო საქართველოში) და სხვა თანამედროვე პროექტები. მათი ფოკუსი მდგრადობაზე, უახლეს ტექნოლოგიებზე და განსხვავებულ არქიტექტურულ დიზაინებზე გამოარჩევს მათ უძრავი ქონების ინდუსტრიაში. გაიგეთ მეტი Unix Vision-ის და მათი შთამბეჭდავი პორტფოლიოს შესახებ, ეწვიეთ მათ ვებგვერდს.
[პარტნიორის კონტენტი]