in

5-ვარსკვლავიანი რეზიდენციები გონიოს სანაპიროებზე – Next Group-ის მასშტაბური წამოწყება

ხშირად ადამიანებს აქვთ დიადი იდეა. ერთი შეხედვით, მის განსახორციელებლადაც ყველაფერი გააჩნიათ, მაგრამ აქვთ შიში იმისა, რომ ასეთი იდეა არ გაამართლებს, ამიტომ რაკურსს სტანდარტულისა და მანამდე უკვე ბევრჯერ გაკეთებულისკენ იღებენ. იდეა კი, რომელსაც შესაძლოა დიდი პოტენციალი ჰქონოდა, სამწუხაროდ, გვერდზე რჩება.

თუმცა არიან იმ კატეგორიის ადამიანებიც, რომლებსაც ბოლომდე სჯერათ საკუთარი თავის, გამოწვევებს არათუ უშინდებიან, არამედ აქეთ იწვევენ და საბოლოოდ, სხვებსაც მარტივად ითანხმებენ საკუთარი ხედვის გაზიარებაში. ასეთი ადამიანები გადაწყვეტილებებს მარტივად იღებენ, ახალ შესაძლებლობებს იქ პოულობენ, სადაც სხვები ვერ ხედავენ და ქმნიან რეალურ ღირებულებებს. ადამიანი, რომელზეც დღეს გვინდა, მოგვიყვეთ, სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება. მან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი უკვე გაიარა და ახლა რეალური ღირებულების მქონე პროექტის შექმნის პროცესშია აჭარის ზღვის კურორტებზე. როგორც გვამცნობს, ის პირველი სამშენებლო დეველოპერია, რომელმაც ერთდროულად სამი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული რეზიდენცია შემოიტანა ამ მხარეში.

საუბარია კახა დევაძეზე, 37 წლის ბათუმელ დეველოპერზე, რომელიც პროფესიით ფინანსისტი იყო, თუმცა 10 წლის წინ საქმიანობის სფეროდ სამშენებლო დეველოპმენტი აირჩია. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას და აგერ უკვე მე-5 წელია, ხელმძღვანელობს კომპანია “ნექსთ გრუპს”, რომელიც, პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ, აჭარის არაერთ ლოკაციაზე აწარმოებს მშენებლობას. როგორც თავად დეველოპერი აღნიშნავს Next Group-მა გონიოში შემოიყვანა სამი მაღალი კლასის ბრენდი: სასტუმრო Wyndham Garden და Wyndham-ის და Radisson-ის  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რეზიდენციები. “შერატონისა” და “რედისონის” მაგალითებზე, რომლებიც მომხმარებლებს გამორჩეულად მოსწონთ, იფიქრა ამ მიმართულების ბიზნესში ახალი სტანდარტების შემოღება. ამაზე მუშაობისას მნიშვნელოვანი იყო აქაურ მომხმარებელსა და მფლობელს იგივე სერვისები მიეღო, რასაც აკმაყობილებს ნებისმიერი ძვირფასი სასტუმრო. განსხვავება კი ისაა, რომ ამ სასტუმროებში არა მხოლოდ სტუმარი, არამედ შეგიძლიათ, მფლობელიც გახდეთ. დიდი ბრენდები კი, ამ ქონების მოვლა-პატრონობასთან ერთად, მის გაქირავებაშიც დაგეხმარებიან.

როგორც კახა დევაძე გვიყვება, ბრენდების დათანხმება იოლი საქმე არ იყო. თავდაპირველად, ეჭვის თვალითაც უყურებდნენ ახალ კომპანიას, თუმცა როცა დაინახეს, რომ Next Group ბოლომდე გაჰყვა მათ მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს და მათგან მიღებულ საკომუნიკაციო მასალას მხოლოდ თავისი მარკეტინგისთვის არ იყენებდა, ნდობაც გაიზარდა და ახლა ბრენდები თავად სთავაზობენ კომპანიას სხვადასხვა სიახლეს. 

პანდემია და Next Group

მაშინ, როდესაც პანდემიამ ბევრი ბიზნესი დაასუსტა, ზოგმა კი საერთოდ, არსებობაც შეწყვიტა, კომპანია Next Group-მა ახალი პროექტები წამოიწყო, რაც, ერთი მხრივ, სარისკო, მეორე მხრივ, კი მისასალმებელი იყო. ხარისხზე, უმაღლეს შედეგსა და კმაყოფილ მომხმარებელზე ორიენტირებულმა კომპანიამ ბოლო წამ წელიწადში სამი უმსხვილესი რეზიდენცია შემოიტანა ერთ ლოკაციაზე.

მაქვს მიზანი, რომ აჭარის რეგიონმა სულ სხვა ელფერი შეიძინოს და ეს უშუალოდ აქ მცხოვრებმა მოსახეობამაც იგრძნოს. ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გონიოს საინვესტიციო პოტენციალს, ვიზუალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას”, – ამბობს დევაძე.

რეზიდენციის მფლობელის უპირატესობები:

არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა ცალკე გამოყოფა ღირს იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა უპირატესობები აქვს ბრენდულ რეზიდენციაში ადგილის მფლობელობას. როგორც დეველოპერი გვეუბნება, ეს პირველ რიგში, იმითაა გამორჩეული, რომ მეპატრონე საერთაშორისო ბრენდებთან შედის კოლაბორაციაში, თუმცა ამასთან ბევრი სხვა სიკეთეც აქვს. ესენია: ბრენდული რეზიდენციის კონცეფცია, უსაფრთხოების განცდა, რომელიც საერთაშორისო დონის კომპანიასთან თანამშრომლობით ენიჭება მფლობელს; აქვე კეთილმოწყობილი გარემო, განვითარებული ინფრასტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მფლობელს გაუჩნდება საინვესტიციო პოტენციალი. გაქირავების სისტემის წყალობით, მას შეუძლია შემოსავლის მიღება. 

ბრენდის ქოლგის ქვეშ, რეზიდენციის მფლობელი დასვენების გაზიარების პროგრამაშიც ერთვება, რაც იმავე ბრენდის სხვა ქვეყნის რეზიდენციაში სასურველ დროს დასვენებას გულისხმობს. 

ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ გონიოს პლაჟი ლურჯი დროშის ქვეშ მოექცეს და ტურისტულ რუქაზე მოინიშნოს. ესეც პირველია საქართველოში. ლურჯი დროშის მინიჭება ნიშნავს, რომ 27 საერთასორისო კრიტერიუმის მიხედვით წყალი სუფთაა და გარემოსდაცვით სტანდარტებს აკმაყოფილებს.  სტატუსი გონიოს სანაპიროს რეპუტაციულად ახალ საფეხურზე აიყვანს”, – გვიყვება დევაძე.

მწვანე რეზორტი

კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც Next Group ცდილობს მისი რეზიდენციები გამორჩეული იყოს, არის ობიექტებზე არსებული მწვანე ზოლიც, რომელიც ხელუხლებელია და კომპანიამ ახალი ნარგავებიც გადმოიტანა. ყველა სამშენებლო მოედანზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობასთან ერთად, დაგებულია ფილები, არის კეთილმოწყობილი ეზოები და სხვა. 

ჩვენთვის პრიორიტეტია მოვერგოთ გარემოს და არა პირიქით – გარემო მოვირგოთ. ყველა ევკალიპტი, რაც მიწის ნაკვეთზე დაგვხვდა შევინარჩუნეთ და ახალი მცენარეებიც დავრგეთ, ესეც დასაწყისია.

კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაში სიმწვანეებთან ერთად, შენდება აუზი, კაფეები, ძალიან მაღალი სტანდარტის რესეფშენები, რაზეც კომპანია არ ელოდება პროექტის დასრულებას, არამედ პარალელურ რეჟიმში კეთდება. მაგალითად, Wyndham Batumi Residence-ის აუზი და ინფრასტრუქტურა უკვე ზაფხულისთვის იქნება მზად. 

ჩვენი მთავარი მიზანი კმაყოფილი მომხმარებელი, სერვისის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება და სანაპირო ზოლის განვითარებაა – ეს ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი პრესტიჟი და ბენეფიტია, რომ გვყავს და გვეყოლება კმაყოფილი მომხმარებელი, ვინც  მიიღებს რეალურ 5-ვარსკვლავიან სერვისს. „ნექსთ ჯგუფი“  იქნება პირველი კომპანია, ვინც ბრენდული რეზიდენციებით საერთაშორისო სასტუმროების რუკაზე ოფიციალურად მოინიშნება და ეს სიახლეც არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი”, – ამბობს კახა დევაძე.

[R]

როგორ უნდა მიაღწიონ ბრენდებმა დიდებულებას?

დიზაინერ ანუკი კონიაშვილის რჩეული 7 შრიფტი