in

NEXT Luxury Lifestyle Awards 2023-ის გამარჯვებულია!

NEXT საერთაშორისო დაჯილდოების, Luxury Lifestyle Award-ის 2023 წლის გამარჯვებულია, კატეგორიაში „საუკეთესო პრემიალური უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში“.

Luxury Lifestyle Awards გლობალური დაჯილდოებაა, რომელიც აღიარებს საუკეთესო პრემიალურ პროდუქტებსა და მომსახურებებს მსოფლიო მასშტაბით, აფასებს 10000-ზე მეტ კომპანიას 400 კატეგორიაში, 60 ქვეყნიდან. ბრენდები, როგორებიცაა Chanel, Dom Perignon და Ferrari, აღიარებულია Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულებად.

წარმატებული მომავალი:

Luxury Lifestyle Awards-ის ამ აღიარებამ გაამყარა NEXT-ის პოზიცია, როგორც „პრემიალური უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი საქართველოში“.

კომპანიის წარმატება განპირობებულია მისი მუდმივი სწრაფვით სრულყოფილებისკენ და საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებისკენ.

NEXT-ის ყოველი პროექტი შთაგონებულია იდეით, შექმნას მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ცხოვრების გამოცდილება, რასაც ადასტურებს კომპანიის ერთგულება უნიკალური, დახვეწილი არქიტექტურისა და ინოვაციებისადმი.

ამ ჯილდოთი NEXT ადგენს ახალ ნიშნულს საქართველოს პრემიალური უძრავი ქონების განვითარებაში, ხაზს უსვამს NEXT-ის მნიშვნელოვან წვლილს ინდუსტრიაში და აძლიერებს ქვეყნის რეპუტაციას გლობალურად.

NEXT-ის მიღწევებისა და მომავალი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ხოლო Luxury Lifestyle Awards-ის საერთაშორისო დაჯილდოების შესახებ გადადით აქ.

[R]

„მოყვანილი პროდუქციით ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონვე უნდა გამოვკვებოთ“ – არჩილ ძმანაშვილი

10 წელი მასშტაბურ პროექტებში! – „ლემონდუ ბიზნესის“ გამოცდილება და სამომავლო გეგმები