მაკდონალდსის „წარბების კამპანია“ ბრუნდება, რომელშიც ბრენდის პირდაპირ მინიშნებებს თუ ელემენტებს ვერ ვხედავთ — მხოლოდ უნდა მიხვდე და ვიზუალურად მიამსგავსო. ეს ჭკვიანური და კრეატიული გზაა, ვინაიდან გვარწმუნებენ, რომ კონკრეტული ვიზუალური დეტალების გარეშეც მარტივად ამოსაცნობია ბრენდი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Leo Burnett UK-ის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის სიუჟეტი შემაწუხებელ საცობში ვითარდება, რომელიც წარბის მაღლა აწევით მოულოდნელ სიხარულად გარდაიქმნება — ყველა ხვდება, „ახლა საით უნდა წავიდნენ“ და რა იქნება საუკეთესო გამოსავალი ნეგატივის პოზიტივად გარდასაქმნელად. შედეგად, უხერხულობა, რომელიც, ჩვეულებრივ, იმედგაცრუებასთან ასოცირდება, ბედნიერებით შეიცვალა.