8
ნოე
2018

“ვეძებთ მათ, ვინც ჩარჩოებში არ ზის” – Nexus Group Enterprises

8 ნოე 2018

ქართულ შრომით ბაზარზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) სულ უფრო ხშირად გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს ჯერ კიდევ ახალი ხილია, სულ უფრო მეტი კომპანია მიდის იმ აზრამდე, რომ მნიშვნელოვანია აიღო პასუხისმგებლობა იმ გარემოზე, რომელთანაც გაქვს შეხება: მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, გარემოზე და ა.შ. ორგანიზაციები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლების მოტივაციასა და კმაყოფილებას, ქმნიან მათთვის კომფორტულ გარემოს თვითრეალიზაციისთვის. მათ შორისაა კომპანია Nexus Group Enterprises. კომპანია 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს. მათ შორისაა ონლაინ სამორინე FortuneJack, სადაც თამაში კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი. როგორც კომპანიის HR მენეჯერმა, ქეთევან პაპიაშვილმა გვიამბო, კომპანია მიმართულია თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე. ამ ეტაპზე, Nexus Group Enterprises-ის გუნდი ახალ წევრებს ეძებს

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ კომპანიაზე…

Nexus Group Enterprises არის High-Tech კომპანია. მას აქვს პროექტი FortuneJack – ონლაინ სამორინე, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას სთავაზობს. ჩვენს პროდუქტს გემბლერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ. საქართველოში, ამ დრომდე, აქტიური სარეკლამო კომუნიკაცია არ გვქონია. თუმცა, გვეამაყება, რომ რეიტინგით ვართ მსოფლიოს ტოპ ხუთეულში. ძალიან სწრაფი ტემპით ვიზრდებით. წლის დასაწყისთან შედარებით, წლის ბოლოს 50%-ით მეტნი ვიქნებით.
ჩვენი მარკეტინგის გუნდის ნაწილი, საერთაშორისო აფილიეიტებთან მუშაობენ. აზიაში სრულიად სხვა მიდგომაა, ამერიკაში სხვა, ევროპაში – სხვა. გეოგრაფიული დივერსიფიცირება, ჩვენს თანამშრომლებს, განვითარების და ახლის სწავლების საშუალებას აძლევს. როდესაც ახალ ბაზარზე შევდივართ, იკვლევენ ყველაფერს, რა ტიპისაა ბაზარი, რა საკომუნიკაციო არხებია და ა.შ. მე თვითონ, ბოლო 8 წელია, საერთაშორისო კომპანიებში ვიმუშავე, ახლა კი ქართულ კომპანიაში გადმოვინაცვლე და სიამაყის გრძნობით ვიძახი, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომლის მომხმარებლებიც მთელი მსოფლიოდან არიან.. ესაა ქართული საქმე.

M: რითაა კომპანია ინოვატორი?

კომპანია ინოვატორია, როგორც უკვე ვთქვი, High-Tech მიმართულებითაა დაკავებული. ესაა ერთ-ერთი პირველი კრიპტო ონლაინ კაზინო , რაც 2014 წელს ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ის, რომ კომპანიის პროდუქტი, მსოფლიოს მასშტაბით, ტოპ ხუთეულშია, ნიშანია იმისა, რომ, საკმაოდ დახვეწილ ინოვაციურ ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე.

M: რატომ ანიჭებთ უპირატესობას მომხმარებელთან კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას?

როდესაც გემბლერი ხარ, ანონიმურობის ფაქტორი მნიშვნელოვანია. რეგისტრაციის დროს პირადი მონაცემების მითითება აუცილებელი არ არის. კრიპტო ვალუტით ანგარიშსწორება ბანკის გვერდის ავლით მიმდინარეობს, რაც ანონიმურობის გარდა, სწრაფ ანგარიშსწორებასაც უწყობს ხელს. თუკი სხვა ვალუტაში თანხის მიღებას 1 დღე (ან მეტი) სჭირდება, კრიპტოვალუტით თანხის ანაზღაურება მომენტალურად ხდება.

M: ვისაუბროთ ორგანიზაციულ განვითარებაზე. რამ განაპირობა კოლექტივის ასეთი ზრდა ასეთ მოკლე დროში?

ამ დრომდე, Nexus Group Enterprises უფრო სტარტაპი იყო, რომელიც ზრდაზე იყო ორიენტირებული. ახლა კი დავიწყეთ ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიც არის ორგანიზაციის სტრუქტურა, კულტურა, ღირებულებები, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება.
გვინდა დასაქმებული გვყავდეს კარგი თანამშრომლები. კარგ თანამშრომელს კი სჭირდება კარგი პირობები, რომ კმაყოფილი იყოს და კარგად აკეთოს საქმე.

ვცდილობთ გავუფრთხილდეთ თანამშრომლებს რადგან ტალანტები გვყავს დასაქმებული, სანთლით ნაპოვნი ხალხი, რომელთა დამსახურებაა კომპანიის განვითარება. მეორე მხრივ, მენეჯმენტის მხრიდანაც არის ნდობა, რადგან თანამშრომლებზე და მათ განვითარებაზე ზრუნვის, თიმბილდინგის და ბევრი სხვა აქტივობების საშუალება მეძლევა. დავიწყეთ შეხვედრების სერია. ცოტა ხნის წინ, მოვიწვიეთ ანდრო დგებუაძე, რომელიც ინოვაციების მართვაზე საუბრობდა. პრინციპში, ეს შეხვედრა საერთოდ არ იყო გემბლინგთან კავშირში.

M: ახლაც ეძებთ ახალ თანამშრომლებს?

ახლა გვაქვს მარკეტინგში ვაკანსიები. მკაფიოდ გვაქვს გაწერილი სამუშაოს პირობები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, მსგავს გამოცდილებას ადამიანი ვერ მიიღებს. მით უფრო, ელექტრონული კომერცია სულ უფრო აქტუალური ხდება.

M: ვინმესთვის ხომ არ არის დამაბრკოლებელი ის ფაქტი, რომ გემბლინგ პროექტისთვის მუშაობს?

ამ კომპანიაში ეს არ შეგვხვედრია. ეს უფრო High-Tech კომპანიაა, ვიდრე გემბლინგი. აქ ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს.

M: როგორ ადამიანებს მოიაზრებთ თქვენთვის სასურველ თანამშრომლებად?

„ინდიგო“ ადამიანებს ვეძებთ – მათ, ვინც ჩარჩოებში არ ზის. ინოვატორები გვჭირდება, რომლებიც შეისწავლიან არსებულს და ინდივიდუალურ აზრს დაამატებენ პროდუქტებს.
შერჩევის ეტაპებიც მრავალფეროვანია. უფრო მეტად პიროვნულ თვისებებს ვანიჭებთ უპირატესობას, ვიდრე ცოდნას. ვთვლით, რომ ადამიანი უნდა აიყვანო მისი უნარებისთვის, რადგან შემდეგ გაუადვილდება საქმის ათვისება. შინაგანი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და იცოდეს, რატომ უნდა აქ მუშაობა. მნიშვნელოვანია, თავად სურდეს განვითარება და ორგანიზაციასაც ეხმარებოდეს ამაში.

M: სად ეძებთ ხოლმე თანამშრომლებს?

სხვადასხვა საიტზე განცხადებების განთავსების გარდა, ვეძებთ პირადი კონტაქტებით, ასევე, ხშირად ვიყენებ ამისთვის LinkedIN-ს. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, ვიწვევთ სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმებისთვის. ახლა, ვცდილობთ სტაჟირების პროგრამა ყველა განყოფილებაში შევქმნათ. ეს დამატებითი მოტივაციაა თანამშრომლებისთვისაც, რადგან ავტომატურად ხდება მენტორი, ეხმარება სხვას განვითარებაში და თვითონაც ვითარდება.

M: რას იღებს თანამშრომელი, რომელიც თქვენი გუნდის წევრი ხდება?

გვაქვს კარგი ბენეფიტ პაკეტები, დამატებითი დასვენების დღეები, უფასო კვება თანამშრომლებისთვის, უზრუnველვყოფთ მათ ფიზიკურ აქტივობას, ვუფინანსებთ ფიტნეს დარბაზების ხარჯებს, გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და კონკურენტული ანაზღაურების სისტემა. მომავალი წლიდან, ვგეგმავთ თანამშრომლის პროდუქტიულობის შესაფასებლად სპეციალური სისტემის დანერგვას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მათთვის დამატებითი ბონუსები. ვმუშაობთ შედარებით მოქნილი გრაფიკით, თანამშრომელი არაა შეზღუდული კონკრეტული საათებით, მაგალითად, 10-დან 7-მდე, 8 საათი უნდა იმუშაოს და ამას თავად არეგულირებენ. თავისუფალია დრეს-კოდიც და გარემოც.

ვთვლი, რომ აქ თითოეულ განყოფილებაშია შესაძლებელი სრული თვითრეალიზაცია. თითოეული თანამშრომელი არის პროექტის ხელმძღვანელი და თავად არის პასუხისმგებელი მის საქმეზე. აქ ამოცანაზე ორიენტირებულები ადამიანები მუშაობენ და სრულ პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთ საქმეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს მის ყოველ გადაწყვეტილებას. ამგვარად, თანამშრომელი უკეთეს შედეგს დებს. დეველოპერების განყოფილებაში ჯუნიორ სპეციალისტები ავიყვანეთ და გამოცდილები სიღრმისეულად ასწავლიან ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი სფეროს განუყოფელი ნაწილია.

[R]

განხილვა