in

Holy Motors-ის ნამუშევარი: ბრენდინგი, კრიპტოვალუტის ორი სამყაროს გადაკვეთაზე

„ჩანაფიქრში, Neyco – კრიპტოვალუტების ბირჟა და კრიპტო-ლომბარდია“

კრიპტოვალუტა კვლავაც აქტიურ ფაზაშია. რაკი „ბიტკოინი“ ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის დატოვებას არ აპირებს, კრიპტოვალუტების ბირჟასა და კრიპტო-ლომბარდ Neyco-ს ბრენდინგს შეავლეთ თვალი. ლურჯი-ვარდისფერი გრადიენტითა და მინიმალისტური კონტურებით, ბრენდინგში შემოქმედებითი კომპანია Holy Motors-ის ხელწერას ამოიცნობთ.

გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის თანადამფუძნებელი: „ჩანაფიქრში, Neyco – კრიპტოვალუტების ბირჟა და კრიპტო-ლომბარდია, რომელიც ორი სამყაროს გადაკვეთაზე არსებობს – ძველი ეკონომიკის და ახლის, ხელშესახების და ციფრულის, ნაცნობის და შეუცნობლის.

ვიზუალური იდენტობა და მიქელანჯელოს „ადამის შექმნით“ შთაგონებული ფოტოსესია, სწორედ ამ ორმაგი ბუნების საინტერესოდ წარმოჩენას ემსახურება. პარალელურად საიტის დიზაინზეც წავიმუშავეთ. სამწუხაროდ, დღეს ნეიკო თვლემს, მაგრამ იმედი გვაქვს, კრიპტოსამყაროს მოძლიერებასთან ერთად, ეს წამოწყებაც გამოცოცხლდება.“

 

 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თუ გუნდის წევრები თავისიანად არ გიღებენ – ექსპერტის რჩევა სამსახურში მარგინალიზებული ადამიანებისთვის

“ძალაუფლების 48 კანონი” – წიგნი, რომელიც ინდივიდის სრულ დომინანტობაზეა ორიენტირებული