in

რეკორდული ხელშეკრულება – ნეიმარი Fortnite-ის სახე გახდა

ცნობილია, რომ ამ სიახლის დაანონსების შემდეგ, თამაშის რეალიზაციის მაჩვენებელი 2.3 %-ით გაიზარდა.

Sporti
Sporti

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გულშემატკივრებს მოედნისა და მწვანე საფარის მიღმაც ხშირად აკვირვებს. ფეხბურთელი კომპიუტერულ თამაშებს აქტიურად და საკმაოდ კარგად თამაშობს, Cs Go-ს შემდეგ, ნეიმარი, ამჟამად, Fortnite-ის აქტიური მომხმარებელი და გეიმერია, შესაბამისად, თამაშის მწარმოებელმა კომპანიამ ფეხბურთელთან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა. ნეიმარი თამაშის ოფიციალური სახე გახდა, სარეკორდო ხელშეკრულების თანახმად, თამაშში, უშუალოდ, მისი პერსონაჟი – ე.წ. Mode გამოჩნდება და მოთამაშეებს ამ სათამაშო Skin-ით თამაშიც შეეძლებათ.

„ჩვენი თამაშის მომხმარებლებში ფეხბურთი დიდ როლს თამაშობს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ თამაშში სპორტი მკაფიოდ ფიგურირებდეს. Fortnite-ში სათამაშო პროცესის წაყვანა უამრავი პერსონაჟით შეგიძლია. ასევე, შესაძლებელია ბევრი სხვა გმირების არჩევა სხვადასხვა ფილმიდან და წიგნიდან. ახლა კი, შესაძლებელია, ითამაშო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელის პერსონაჟით – ეს ნეიმარია!

ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია, თამაში მასობრივი და  გლობალურია, რომელსაც მოთამაშეები ბრაზილიიდან და მსოფლიოს ყველა ნაწილიდან  ჰყავს. ასეთ ქვეყნებში კი, ფეხბურთი სპორტზე გაცილებით მეტს ნიშნავს“, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ სიახლეს ფეხბურთელიც გამოეხმაურა, უკვე ცნობილია, რომ ამ სიახლის დაანონსების შემდეგ, თამაშის რეალიზაციის მაჩვენებელმა 2.3 %-ით მოიმატა.


ლიკა მერაბიშვილი – ინგლისური ენისა და ფსიქოლოგიის ლექტორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, აქტივისტი

გაიგეთ, ვინ გაიმარჯვა დედამიწის საათის თემაზე გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში