როდესაც ბრენდის სახეს სოციალურ ქსელში გამომწერების რეკორდული რაოდენობა ჰყავს, ბრენდს ის დარჩენია მისი სოციალური ქსელიც დაიპყროს და მომხმარებლის “გადადინება” მოახდინოს.
“Gillette”-მა ბრაზილიის ელჩად ფეხბურთელი ნეიმარი დანიშნა და ნეიმარის Facebook Page-ზე პოსტი გამოჩნდა: “მახსოვს როგორ მკითხეს მინდოდა თუ არა მსოფლიოში საუკეთესო ვყოფილიყავი. მე, ყოველდღიურად ვცდილობ უკეთესი გავხდე. დღეს კი გავიგე, რომ ბრაზილიაში “Gillette”-ის ელჩი ვარ.”