in

NFT პერსონაჟები — საქართველოს ბანკის საჩუქარი Bank of Georgia UPDATE-ის სტუმრებს

დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოს ბანკმა, როგორც ტექნოლოგიურმა ბანკმა, ონლაინ ღონისძიება გამართა — “Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღე”. გარდა ინოვაციური და საინტერესო სერვისების დაანონსებისა, ბანკმა გადაწყვიტა, სტუმრებისთვის ისეთი ტექ საჩუქარი გადაეცა, რომელიც უნიკალური და ტექნოლოგიური ხასიათის გამომხატველი იქნებოდა. ამიტომაც, ილუსტრატორ ანანო თოთიაურის დახმარებით, შექმნეს სხვადასხვა ტექ ადამიანის პერსონაჟი, აქციეს NFT-ად და შემდეგ 200-მდე სტუმარს შეუსაბამეს აღნიშნული NFT-ის მიღებით.

ანანო თოთიაური ილუსტრატორი და კონტენტ კრეატორია, რომელიც ციფრულ ილუსტრაციებთან ერთად NFT კოლექციებსაც ქმნის. მისი საქმიანობის სფეროები სრულად ციფრულ არხებთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, მას კარგად ესმოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ინოვაციური ტექნოლოგიური საჩუქარი ღონისძიების სტუმრებისთვის.

„ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ჩვენც წინ მივიწევთ ციფრულ სამყაროში და მადლიერების ნიშნად ეს ციფრული ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც, გარკვეულწილად, ამ ადამიანებს გამოხატავენ, ერგებოდათ საჩუქრად“, — აღნიშნავს ანანო თოთიაური.

200 სტუმარს შორის პროფესიები ძირითადად 10 მიმართულებით გადანაწილდა. მათი უმეტესობა იყო ანტერპრენერი, IT სპეციალისტი, დეველოპერი, მარკეტერი და სხვ. შესაბამისად, ანანოს ეს პროფესიები უნდა დაეხატა, როგორც პერსონაჟები და მათი „გოგო“ და „ბიჭი“ ვარიანტები შეექმნა. ამისათვის, თითოეულ პერსონაჟს ისეთი დეტალები დაუხატა, რომლებიც ამ პროფესიებთან იყო ასოცირებული — „მაგალითად, ინფლუენსერ პერსონაჟს დავუხატე ტელეფონი, რომლითაც იღებს სელფის, გულები და ლაიქები უკანა ფონზე, გულის ფორმის სათვალე და ა. შ. პროგრამისტს დავუხატე კოდები, კომპიუტერი და ა. შ.“

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად 20 ტექ პერსონაჟის 200 პერსონაჟად ქცევისა, არც ერთი მათგანი არ არის ზუსტად ერთნაირი. ყველა მათგანში მცირე თუ დიდი ცვლილება, რათა ეს ინდივიდუალიზმის ხაზი შენარჩუნებულიყო. როგორც თავად ანანო გვეუბნება ამ ნიუანსების შესახებ, ისინი მოიცავს როგორც ფერების ცვლილებას, თმის დამოკლება/დაგრძელებას, რაიმე პერსონალური ნიშნის დამატებას (წვერი, კეპი, წარბები, სათვალე…) თუ დეტალების გადაადგილებას.

ცხადია, სამუშაო საკმაოდ მასშტაბური იყო, კერძოდ, 200 ნამუშევრის ხელით დახატვას 1 თვეზე მეტი დრო დასჭირდა. შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავი იყო — ინოვაციური ტექნოლოგიური საჩუქარი ღონისძიების სტუმრებისთვის…

Coca-Cola-ს ახალ ბოთლს თავსახური ბოლომდე არ სცილდება

Gucci საკუთარ სათამაშო აკადემიას ხსნის!