in

NFT ციფრული ხელოვნების წარმატებული მომავალია!

ის ციფრულ არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ნამუშევრები ნამდვილობისა და იშვიათობის გარანტიით გაყიდონ

მხატვარ რაიან მელონს თავისი უკანასკნელი პროექტის, სახელწოდებით Beastly Ballers, რომელშიც საკოლექციო ბარათები ერთიანდება, სტანდარტული ფორმატით გაშვება ჰქონდა დაგეგმილი – ის ბარათების დასაბეჭდად ჩინური პრინტერის გამოყენებას აპირებდა. შემდეგ კი ბაზარზე 4.99 დოლარად გაყიდდა.

ამის ნაცვლად, ილუსტრატორი ტექნოლოგიურ პროგრესს მიჰყვა და გადაწყვიტა, არა ფიზიკური, არამედ NFT (Non-Fungible Token) ხელოვნების ნიმუში, ციფრული აქტივები შეექმნა, OpenSea ონლაინ ბაზარზე. რამდენიმე დღის შემდეგ, რაიანმა პირველი ნამუშევარი გაყიდა, თანაც 85 დოლარად. მთლიანობაში კი 14 ბარათის გაყიდვის შედეგად 700$ მიიღო. ეს თანხა ბევრად მეტია, ვიდრე სტანდარტული ფორმატით შეძლებდა. “არტისტები ყოველთვის ეძებენ ფულის გამომუშავების გზებს, თავიანთი საქმიანობით. მას შემდეგ, რაც “კრიპტო ხელოვნება” გავრცელდა, ოქროს ე. წ. ციებ-ცხელება დაიწყო” – ამბობს რაიან მელონი.

ხელოვნების ამ სახეობის გაზრდილი პოპულარობა აშკარაა. გავიხსენოთ, კრისტის აუქციონზე წარდგენილი  5000 ინდივიდუალური სურათისგან შედგენილი NFT ნამუშევარი, რომლის ფასიც ამ დროისათვის 13 მილიონს აჭარბებს. გარდა ამისა, გასულ კვირას Kings of Leon გახდა პირველი მუსიკალური ჯგუფი, რომელმაც NFT ალბომის გამოშვება დააანონსა. ლებრონ ჯეიმსის კლიპი NBA-ის ბაზარ Top Shot-ზე 100 000 დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ NFT-ები ციფრულ ხელოვნებაში მნიშვნელოვნად ცვლის უნიკალურობისა და  შეზღუდული რაოდენობების ასპექტს, რომელიც ე. წ. Copy/Paste-ში ჩაიკარგა. თითოეულ ხელოვნების ნიმუში წარმოდგენილია საკუთრების დამადასტურებელ საბუთთან, რომელიც ბლოკჩეინზე ფიქსირდება. ავთენტიფიკაცია, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სურათებზე, ვიდეოებზე, მუსიკასა და სხვა ციფრულ ფაილებზე, განსაზღვრავს ორიგინალს. მათი ასლების სასრული რაოდენობა შესაძლოა, ბევრგან შეგვხვდეს, თუმცა ორიგინალის მფლობელი მხოლოდ ერთია.

არიან მომხრეები, რომელთა აზრითაც, NFT-ის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ხელოვნებაში რევოლუციის მოსახდენად. თავის მხრივ, მას შეუძლია, ციფრული ეპოქის ხალხთან ურთიერთობისა და ხელოვნების მოხმარების წესი შეცვალოს.

კავშირი

NFT ძლიერია, რადგან ციფრულ სფეროში ღრმად ფესვგადგმულ საკითხებს ეხება – საკუთრება და კომპენსაცია.

ინტერნეტი იმ ადგილად იქცა, სადაც მონაცემების ადვილად გამრავლება და მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის სწრაფად გავრცელებაა შესაძლებელი. ცხადია, ონლაინ “მოღვაწეებისათვის” არაერთი პლატფორმის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა NFT ქმნის შემქმნელსა და გულშემატკივარს შორის კავშირის კიდევ ერთ გზას ქმნის. “NFT-ები ციფრულ არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ნამუშევრები ნამდვილობისა და იშვიათობის გარანტიით გაყიდონ. ეს ახალ, მომავლის გზას ქმნის” – ამბობს მეგანი დოილი, კრისტის მუზეუმის ომისშემდგომი და თანამედროვე დეპარტამენტის სპეციალისტი.

შეიძლება ითქვას, რომ NFT აღადგენს დინამიკას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა ხელოვნების სამყაროს. “ადამიანი ნამდვილად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორიგინალს. კავშირი არსებობს. ეს მათ დროსა და ადგილთან აკავშირებს” – აცხადებს ამბობს კოი ჩეშირი, სოციალური ფსიქოლოგი.

ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც NFT-ის ახლავს თან, მაღალი საფასურია. ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინს Ethereum წარმოადგენს, სადაც ნებისმიერი ტრანზაქციის დროს გარკვეული საფასურია საჭირო. საფასურის ოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაძლოა, გადახდა რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე იყოს საჭირო. ზოგჯერ, არტისტები მყიდველსაც უხდიან გარკვეულ თანხას.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, ხელოვანებს უღირთ ნებისმიერი საფასურის გაღება, თუ ეს მათ პოპულარობას მოუტანს და NFT-ებს უფრო მეინსტრიმულს გახდის.

მართალია, NFT ყურადღების ცენტრში ასე აშკარად და მასობრივად მხოლოდ ახლა მოექცა, მაგრამ ის ჯერ კიდევ 2017 წლიდან არის ცნობილი, მას შემდეგ, რაც Ethereum-მა შემოიღო ახალი სტანდარტი, რომელიც მხარს უჭერდა უნიკალურ ნიშნებს. იმ წელს კანადურმა სტუდიამ, Dapper Labs თამაში შექმნა, სახელწოდებით CryptoKitties, სადაც ადამიანები ვირტუალურ კატებს ყიდულობდნენ და აგროვებდნენ.

ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელოვნების ეს მიმართულება მნიშვნელოვან განვითარებას გვპირდება.

წლევანდელ ALL STAR-ს ბოლო 31 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა მაყურებელი ჰყავდა

Motion Design-ის ახალ კურსზე თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მიღება დაიწყო!